დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელის აზრით, საქართველოს ნაკრებს, ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ირლანდიის დამარცხებაც შეუძლია და უელსისაც.
"ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა შეუძლია ირლანდიას და განსაკუთრებით - უელსს. უელსი ნახევარფინალში გავიდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ შეგვიძლია, რომ ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობოთ.
რა თქმა უნდა, ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლაში ტოლი არ უნდა დავუდოთ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ალბათ შეგვიძლია, რომ დავამარცხოთ ორივე გუნდი და ამას შევეცდებით.
კარგად
ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს ამ მატჩებისთვის, ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ოცდახუთნი. ყველას აქვს რეალური შანსი, რომ ითამაშოს და მართლა დაეხმაროს ნაკრებს. ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომა და შეცვლა არ იქნება პრობლემა", - განაცხადა დავით სხირტლაძემ.
ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობას ვლადიმირ ვაისი დღეს გამოაცხადებს. ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი "ავივა სთედიუმზე" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
აქედან ირლანდიაში ჩვენებს რჩებათ მარტო პატრიოტიზმი. ირლანდიელებს როგორც წესი შოტლანდიელებივით თავში არ უვარდებათ, ქომაგები იქ ცოტა იქნება, ანანიძეს ალბათ შორიდანვე ჩაკეტავენ.
ტექნიკით ჩვენ ირლანდია არ ვჯობივართ. ეს არც უნდა ცადონ, ბურთი ცენტრში ისე დაიკავონ რომ ჩაჭრის საშუალება არ მისცენ, იქნებ რამე გამოვიდეს.