პირველ ტაიმში უპირატესობას ჩვენი ნაკრები ფლობდა, რომელმაც არაერთი მომენტი შექმნა და გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ტაიმი მაინც უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და 56-ე წუთზე გოლიც გაიტანეს - საჯარიმოში შექმნილი არეულობით სეამუს კოულმენმა ისარგებლა და ამ გოლით ირლანდიელებს 3 ქულა მოუტანა.
2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.