
შეგახსენებთ, რომ უელსი მეორე ტურში სტუმრად ავსტრიას დაუზავდა (2:2), 9 ოქტომბერს კი კარდიფში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]
"ავსტრიის წინააღმდეგ სტუმრად თამაში რთულია. დარწმუნებული ვარ, ავსტრია საკუთარ მოედანზე სხვა გუნდებსაც დააკარგვინებს ქულებს. ამიტომ აქედან 1 ქულის წაღება არაა ცუდი.
3 დღეში საკუთარ მოედანზე საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს თამაში და იქ მოგება აუცილებელია",