Independent: საქართველოს დარი გუნდები წინასაკვალიფიკაციო ეტაპს უნდა თამაშობდნენ

AutoSharing Option
ირლანდიური Independent აქვეყნებს სტატიას ირლანდია-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით "კარგი, ცუდი და ბოროტი ირლანდიის წუხანდელი საშინელი თამაშიდან". სტატიის ავტორი კევინ პალმერია.

გამოცემის ჟურნალისტი მკაცრად აკრიტიკებს მარტინ ონილის ნაკრებს. მაგალითად, სტატიაში ნახავთ ასეთ ფრაზას:

"საბოლოო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალოზე საშუალო საქართველომ 96 წუთში ბურთი 56%-ით დაიჭირა. ეს ძალიან სამარცხვინო სტატისტიკაა".

სტატიის ბოლო ქვეთავი კი საერთაშორისო ფეხბურთში პრობლემებს ეძღვნება.

"ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შეფები, ალბათ, გახარებულები არიან, რომ საქართველომ იმაზე მეტი ხალხი შეკრიბა "ავივაზე", ვიდრე მათ ეგონათ.

ფიფამ და უეფამ რაღაც უნდა მოუხერხონ საკვალიფიკაციო მატჩებს,
რომლებიც აღარ იზიდავს პუბლიკას.

ოქტომბრის ცივ საღამოს ვერ მოჰკიდებ ბავშვებს ხელს და ვერ წაიყვან "ავივაზე" ცუდად მოთამაშე ირლანდიის საყურებლად საქართველოს ნაკრებთან, რადგან შინ ტელევიზია ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობს გასართობად.

ამიტომ ფეხბურთის მამებმა საკვალიფიკაციო ციკლი უნდა შეამცირონ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს და მოლდოვას მსგავსი ნაკრებები წინასაკვალიფიკაციო ტურნირში თამაშობდნენ, მთავარ საკვალიფიკაციოში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ფეხბურთის მამები ასეთი ქვეყნებიდან ხმებს იღებენ არჩევნებში. სამაგიეროდ, ჩვენ გვრჩება საერთაშორისო ფეხბურთის დაკნინება, თუმცა ეს არ არის ახალი ისტორია", - წერს კევინ პალმერი.

დროდადრო ასეთ მოსაზრებებს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში გაიგონებთ ხოლმე. წლების წინ ამავე პოზიციაზე იყო გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.
მკითხველის კომენტარები / 29 /
მართლაც რომ, საერთოდ არ ყოლიათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. არც ნაკრებს მიუღწევია რაიმე ღირებულისთვის. მაგრამ ამ ახალ ისტორიაში კი გვიგებს 8-დან 8-ს. საწყენი და სატირალია. ბოლო თამაშში ფეხბურთელებთან სასაყვედუროც ბევრი არაფერი გვაქ. ჰო და სპეციალისტების (და არა მერტო ნაკრების მწვრთნელების!) საქმეა ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მარტო ლაპარაკი და მუშტების მკერდზე ბრაგუნი საქმეს ვერ უშველის. იმედი არის! ირლანდიის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ. ჰო და გვაკლია - აი ეს გამოვიკვიოთ.
alexandre
08 ოქტომბერი 2016 21:37
0
nika-s

რით აჯობა და მოუგო! თანაც რვაჯერ (სამწუხაროდ)! ასე, შენსავით, ნაკლის აღიარება არ უყვართ, ჩვენი ფეხბურთის "მამებს" და იმიტომაც აღარ არსებობს "ქართული ფეხბურთი"!!!

jiji
08 ოქტომბერი 2016 17:46
0
რის ასეთი ტოტალიზატორი 1იქსბეტ..მოკლედ,ტუ წაააგე მანდ ხომ კაი,თუ მოიგე და თანხის გატანა გინდა მერე იწყება))უკვე ძალიან ბევრს გაუნოლეს მოგებები,მიზეზი ერტი იპ მისამართიდან არის ნათასმაშევიო.რავიცი ჩემი სახლიდან ნახევარი უბანი დებს ქართულ ტოტოებში და მსგავსი სისულელე არავის უთქვავს.ინტერნეტ კაფეს,ორგანიზაციებს რას უშვრებიან?მოკლედ ვინც დაზარალდა მსგავსი მოქმედებებისგან,დაპოსტეთ,თორემ რასაც ქვია გად...ეს
gia
08 ოქტომბერი 2016 14:32
0
ნუ ეხლა, რვიდან რვა თამაში მოგვიგეს, მარა ჩვენი დონის გუნდია... დიდი ბოდიში, მაგრამ ლოგიკასთან როგორ ხართ?
gocha
08 ოქტომბერი 2016 13:36
0
მეტის ღირსები ვართ ჯერ იმიტო რო შოტლანდიას მოვუგეთ და მაგით გავიდნენ ჯგუფიდან ეხლა კიდე სასწაულით რო მოიგეს ჯიუტად რო არ შედიოდა ბურთი კარში ჯადო გვაქ გაკეთებული
Lova
08 ოქტომბერი 2016 13:31
0
Mtel irlandias tavisi sauketeso pexburtelebit kvela drois marto Gio kinkladze jobda.. agar vlaparakob kipianze gucaevxe metrevelze, mesxze. Da ra hamotvlis kidev ramdenze..Bihebo kvela tamashi ro waagot jgupshi irlandias unda nougat.
Kaxa
08 ოქტომბერი 2016 13:20
0
მართალია!!! რაგბშიც ასე იყო მაგრამ ეხლა ეს სიტუაცია თვითონ კაცებმა(მოთამაშეებმა) გამოასწორეს და ეხლა საკვალიფიკაციოს(ერთა თასს) აღარ ვთამაშობთ!)))
svani
08 ოქტომბერი 2016 12:34
0
ირლანდიურ ფეხბურთს ახლანდელი ქართული ფეხბურთი თუ არ სჯობდეს რა, რას მიაღწიეს ირლანდიელებმა ფეხბურთში ჩვენზე მეტს, ის რომ ზოგჯერ გადიან ფინალურ ეტაპებზე და მერე იქ ანტიფეხბურთს თამაშობენ კუდამოძუებული ბრუნდებიან სახლში, ამათზე ბანძ ფეხბურთს ვინმე თამაშობს საერთოდ. უხ თქვე გოუცრელი მჭადის გაზრდილებო...
bavaria
08 ოქტომბერი 2016 12:10
0
გიო თუ უელს მოუგებთ!
გოგი ქუთაისელი
08 ოქტომბერი 2016 10:56
0
ძალიან ვთხოვ ქართველ ჟურნალისტებს პასუხი მისწერონ იმივე გამოცემაში იმ თავხედს, რომ სასაცილო ირლანდიური დაარტყი გაიქეცი ფეხბურთი მთელი თავით ჩამორჩება ქართულს მიუხედავად 8:0-სა
giorgi
08 ოქტომბერი 2016 09:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული