ზურაბ ცისკარიძე: ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ცისკარიძემ უელსთან მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ირლანდიასთან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. შეხვედრაში, რომელშიც ვდომინირებდით, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და საპასუხოდ, ჩვენს კარში მივიღეთ. ვიმსახურებდით 3 ქულას... ავსტრიასთან, შესაძლოა, მთლად კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, თუმცა იქაც უიღბლობამ გვიმტყუნა. იმედია, ხვალ ასე აღარ იქნება.

მწვრთნელთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ შევაჩეროთ გარეთ
ბეილი. არ ვიცი ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება", - განაცხადა ცისკარიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტოლი ნახე,კოჩი გააგორე,რა... ბეილის სურათი სახლში დაკიდე კედელზე... საკმარისი იქნება შენთვის... კაცს,საღაცა ტეპლიცეში არ ათამაშებენ და მომინდომა ბეილთან გაჯიბრება...
FEOLA
01:27 09-10-2016
0
კიდევ ერტი წვერგაუპარსავი
guri
08:07 09-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული