გარეთ ბეილს საქართველოს ნაკრებისთვის გოლის გასატანად ათი წუთი ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე შეხვედრას უელსში ადგილობრივ ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. 

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.

უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოქრიაშვილზე ცუდს როგორ ამბობთ, ძალიან მაგარია, ყველაზე მაგარი გოლები მას აქვს გატანილი, სულ მკიდია მაგის დისციპლინა; ნაკრებში გულს და ფილტვებს დებს, მაგარი გოლიც შეაგდო, ბეილიზე ნაკლები დრიბინგიც არ ჰქონდა და ბოლო ბოლო დაუყეჭა ბურთი მჭედლიძეს
morte
22:26 09-10-2016
0
არავინ თქვას,რომ უელსსთან ფრე შევძელით,მით უმეტეს ფეხბურთელებმა,ტუ ამ თამაშსჩვენი ბიჭები განმეორებით ნახავენ,დარწმუნდებიან,რომჩვენ ქულები დავკარგეთ.ძელს მორტყმულ ბურთებზე არ ვამბობ,იმდენისხვა შესაძლებლობა იყოსაგოლე შეტევის განხორციელებისა,რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო.უბრალოდ რაღაც აკლიათ,მარტო კლასზე არ ვამბობ,ცხადაძის დროს გუნდმა უცებ დაიგემოვნა მისი ფეხბუტი და ათამაშდა,ახლა ეს პროცესი ცოტა გაგრძელდა,მაგრამ აშკარად რაღაც გამოდის,ვაისისხელი გუნდს დაეტყო,უბრალოდ ბოლომდე ვერ ისწავლეს გაკვეთილი,მაგრამ წინსვლა აშკარაა და შედეგიაუცილებლად გამოჩნდება,მთავარია გუნდმა განაგრძოს წინსვლა და გეზს არ გადაუხვიოს.
ახლა პასუხი ჯანოს.ჯანო ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ირლანდიასთან ბოლოს ძალიან დაიღალა,დღეს ის გაცილებით კარგი იყო,ათამაშონ კიდევ ორი თამაში და მერე ნახე,რა შეუძლია თორნიკეს.ახლა კი უბრალოდ მადლობა გუნდს და კიდევ უკეთეს თამაშს ვითხოვთ მომავალ თამაშებში
სოსო
22:26 09-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული