გარეთ ბეილს საქართველოს ნაკრებისთვის გოლის გასატანად ათი წუთი ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე შეხვედრას უელსში ადგილობრივ ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. 

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.

უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოქრიაშვილზე ცუდს როგორ ამბობთ, ძალიან მაგარია, ყველაზე მაგარი გოლები მას აქვს გატანილი, სულ მკიდია მაგის დისციპლინა; ნაკრებში გულს და ფილტვებს დებს, მაგარი გოლიც შეაგდო, ბეილიზე ნაკლები დრიბინგიც არ ჰქონდა და ბოლო ბოლო დაუყეჭა ბურთი მჭედლიძეს
morte
09 ოქტომბერი 2016 22:26
0
არავინ თქვას,რომ უელსსთან ფრე შევძელით,მით უმეტეს ფეხბურთელებმა,ტუ ამ თამაშსჩვენი ბიჭები განმეორებით ნახავენ,დარწმუნდებიან,რომჩვენ ქულები დავკარგეთ.ძელს მორტყმულ ბურთებზე არ ვამბობ,იმდენისხვა შესაძლებლობა იყოსაგოლე შეტევის განხორციელებისა,რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო.უბრალოდ რაღაც აკლიათ,მარტო კლასზე არ ვამბობ,ცხადაძის დროს გუნდმა უცებ დაიგემოვნა მისი ფეხბუტი და ათამაშდა,ახლა ეს პროცესი ცოტა გაგრძელდა,მაგრამ აშკარად რაღაც გამოდის,ვაისისხელი გუნდს დაეტყო,უბრალოდ ბოლომდე ვერ ისწავლეს გაკვეთილი,მაგრამ წინსვლა აშკარაა და შედეგიაუცილებლად გამოჩნდება,მთავარია გუნდმა განაგრძოს წინსვლა და გეზს არ გადაუხვიოს.
ახლა პასუხი ჯანოს.ჯანო ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ირლანდიასთან ბოლოს ძალიან დაიღალა,დღეს ის გაცილებით კარგი იყო,ათამაშონ კიდევ ორი თამაში და მერე ნახე,რა შეუძლია თორნიკეს.ახლა კი უბრალოდ მადლობა გუნდს და კიდევ უკეთეს თამაშს ვითხოვთ მომავალ თამაშებში
სოსო
09 ოქტომბერი 2016 22:26
0
ყოცჰაგ...ეგრე არჯობს ტქვე კაი ხალხო
zaza
09 ოქტომბერი 2016 22:13
0
საერთოდ თამაშს ბოლომდე უნდა უყურო და მერე აკეთო კომენტარები ))
ჯანო-ს
09 ოქტომბერი 2016 22:09
0
ოქრიაშვილზე ცუდს რა ნამუსით ამბობთ,ხტფუი რა
გოგა
09 ოქტომბერი 2016 21:21
0
მაინც ბოიკოტს ვუცხადებთ მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთში,და ძალიანაც თავს ნუ გამოიდებთ.ისე კოტე მახარაძეს მარტო რომ მიყავდა რეპორტაჟი მასინ უფრო ვიგებდით ვიდრე ეხლა რომ ორი კაცი ლაპარაკობს.
maxo
09 ოქტომბერი 2016 21:10
0
ეს არ მთავრდება,მეკარის ბაქანში მეტოქე თავისუფლად იღებს ბურთს და გააქვს გოლი,თანაც ეს ბეილია და სრულიად თავისუფალი.ესენი გაკვეთილებს არ სწავლობენ.სხვა მომენტებშიც ათამაშებენ რაღაც კომბინაციას,მაგრამ რომელიღაცას ავიწყდება თავისი სვლა და ბურთი იკარგება.
სოსო
09 ოქტომბერი 2016 21:02
0
ყიჩაღ ბიჭებს მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით იმის მიუხედავად რომ ვაგებთ. ეტყობათ მონდომება და ვაისის ხელი. ისიც უნდა გვესმოდეს რომ ერთ წელში გუნდი არ ჩამოყალიბდება. ესე განაგრძეთ
ddq
09 ოქტომბერი 2016 20:54
0
ვაგებტ მარა მე რატომღაც კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ბურთის გაკონტროლება ადვილი არაა ვუელსთან ბრავო ბიჭებს. ეტყობათ მონდომება და შრომა.. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ერთ წელში არაფერი შეიცვლება ესე გააგრძელონ მთავარია...
ddq
09 ოქტომბერი 2016 20:52
0
ოქრიაშვილზე უპასუხისმგებლო მოთამაშე ნაკრებს არ ყავს. ეგეც რონალდინიო არ მყავდეს მოინდომა ქუსლით პასები და იაზრო კარგავს ბურთს
ჯანო
09 ოქტომბერი 2016 20:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული