გარეთ ბეილს საქართველოს ნაკრებისთვის გოლის გასატანად ათი წუთი ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე შეხვედრას უელსში ადგილობრივ ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. 

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.

უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოქრიაშვილზე უპასუხისმგებლო მოთამაშე ნაკრებს არ ყავს. ეგეც რონალდინიო არ მყავდეს მოინდომა ქუსლით პასები და იაზრო კარგავს ბურთს
ჯანო
20:27 09-10-2016
0
ვაგებტ მარა მე რატომღაც კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ბურთის გაკონტროლება ადვილი არაა ვუელსთან ბრავო ბიჭებს. ეტყობათ მონდომება და შრომა.. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ერთ წელში არაფერი შეიცვლება ესე გააგრძელონ მთავარია...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული