მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ნაკრებმა "კარდიფ სიტი სთედიუმზე" უელსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელია, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნაკრებს მწვრთნელის ხელი დაეტყო. ბიჭები უმატებენ. მომეწონა ორივე ახალი მოთამაშე - ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე.
მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა! ასე გააგრძელონ და შედეგი აუცილებლად მოვა!

უნდა შევაქოთ ბიჭებიც და მწვრთნელიც. იშრომეს, იბრძოლეს... მადლობა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
navalovski qartveli gatuzoa
vova tsereteli
18:56 11-10-2016
0
დღითიდღე "იზრსება" ეს ბიჭი. აშკარაა, რომ ირწმუნა თავის ძალა, და რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო წინა თამაშებში, აკლდა ის "სითავხედე"; და მადლობა ღმერთს უკვე "გათავხედდა" და გაბედულად ცდილობს მეტოქის "აწიოკებას". რაც შეეხება გვილიას: ერთი სიამოვნებაა ამ ბიჭის თამაშის ყურება. ისეთი დამაჯერებელია, რომ გამოცდილ მოთამაშესაც კი შეშურდება. გენაცვალეთ!
levani kaxeti
16:45 11-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული