საქართველოს ნაკრებმა "კარდიფ სიტი სთედიუმზე" უელსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა.
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
ეს მოგება არ არის და გადაჭარბება არ ღირს, 6-გუნდიან ჯგუფში 1 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე ვართ, მაგრამ სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში გაიხსენა და რომ კახა ცხადაძის დაწყებულ საქმეს ვლადიმირ ვაისი არანაკლები წარმატებით აგრძელებს. მეტიც - სლოვაკი პირველი უცხოელი სპეციალისტია, რომლის ხელშიც გუნდს
საინტერესოა, რომ საქართველომ უელსს აჯობა კარისკენ დარტყმებში (მასპინძლებმა 13-ჯერ დაარტყეს, ჩვენ 17-ჯერ). ასევე უპირატესობა გვქონდა საჯარიმოს გარედან დარტყმებში (უელსის 5 ჩვენი 14-ის წინააღმდეგ), პასების რაოდენობაში (მათი 443 ჩვენი 446-ის წინააღმდეგ), პასების სიზუსტეში (მათი 77,2%, ჩვენი - 77,6%). სამაგიეროდ, თვალშისაცემი იყო უელსელთა უპირატესობა ორთაბრძოლებსა (მოიგეს 66,7%, ჩვენ - 33,3%) და მაღალ ბურთებში (მოიგეს 74.3%, ჩვენ მხოლოდ 25.7%).
ყოჩაღ ვაისს!
საინტერესო იყო გულშემატკივრის კომენტარი: "იმედია, საქმეში ქართული ხასიათი არ ჩაერევა, ვაისს შედეგს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე არ მოსთხოვენ და იმდენ დროს მისცემენ, რამდენიც საჭიროა. ამ კაცს პოტენციალი აშკარად აქვს და მიეცით მშვიდი მუშაობის საშუალება".ქართულ მედიაში გავრცელდა უელსელი გულშემატკივრის კომენტარი, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს ნაკრები ქულაზე მეტს იმსახურებდა".
რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" წერს: "მოულოდნელად, სერბეთმა უელსი ჩამოიტოვა, რომელმაც სახლში საქართველოს ვერ სძლია. უელსელებმა თამაში ისე დაიწყეს, უკეთესს ვერც წარმოიდგენდნენ. გარეთ ბეილმა ანგარიში უკვე მე-10 წუთზე გახსნა. მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდს უკან დახევაზე არც უფიქრია. მეორე ნახევარში "კრასნოდარის" მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილმა ტაბლოზე 1:1 აანთო.
საქართველოს მოგებაც შეეძლო. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს რომ მოხვდა. საქმე არც "კრილიას" მეკარე გიორგი ლორიას აკლდა, მაგრამ უელსელებს გაუმკლავდა, ხოლო "რუბინის" მცველმა საბა კვერკველიამ შეხვედრა დამცავი ჩაფხუტით ჩაატარა".
ამ წერილს რუსი ფანის კომენტარი ახლდა: "ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მოგება შეეძლოთ. ეტყობა ავტორს თამაში არ უნახავს. მან გაიხსენა, რომ ანანიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ ეს პირველ ტაიმში მოხდა. გოლის შემდეგ ძელს სხვა ქართველმა ფეხბურთელმა (ყაზაიშვილი - რედ) მოარტყა, რომლის გვარიც არ მახსოვს. და ეს უკვე თამაშის დასასრულს იყო. უელსი ფიზიკურად "დაჯდა". ყოჩაღ ვაისს"!
რუსი ფანი: ჩვენებს კი არ ჰგვანან!
მატჩის რეპორტაჟის დაწყებამდე და შემდეგ პოპულარულ რუსულ გამოცემა "სოვეტსკი სპორტში" საინტერესო კომენტარები იწერებოდა: "უელსი 3:0 მოიგებს"!..
"საბრალო ქართველები"...
"უელსს დღემდე საქართველოსთან არ მოუგია და ვფიქრობ, ამას დღეს მოახერხებს"...
"ქართველები ჯგუფიდან არასოდეს გასულხართ, ფარერების დონეზე ხართ"!..
დაიწყო თამაში და გულშემატკივრების დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა:
"ჯანო ცუდად არ გამოიყურება"...
"გოოოლ! ქართველებმა გაიტანეს"!
"უელსის სირცხვილი! ვფიქრობდი, ქართველებთან დიდი ანგარიშით მოიგებდნენ"...
"რატომ ფიქრობდი? ქართველებმა ბურთი პირველად დღეს კი არ ნახეს"...
"ქართველები კარგად გამოიყურებიან. მოგებაც შეუძლიათ"...
"თავდასხმაში ძალიან გიჭირთ"
"რუსეთის ნაკრების თავდასხმა ხომ რას ამბობ - დაფრინავს"!..
"ჩვენს დონეზე რომ მიხვალთ და ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებთ, მერე გვეკამათე"...
"მადლობა, თქვენი დონე ნამდვილად არ გვინდა"...
"მართალია ეს ქართველი. ზაფხულში რუსეთმა უელსთან რომ ითამაშა, ეს მართლაც "მიუღწეველი" დონეა და ასე მხოლოდ სან მარინო თამაშობს"...
"უელსს გოლი ძალიან სჭირდება! გვჯერა, ასეც მოხდება"...
"საქართველო ძალიანაც ნორმალური ნაკრებია, მაგრამ ფორვარდი სჭირდება. უელსი კი რემზის გარეშე ორგანიზაციაში სუსტია"...
"ქართველებო, უკვე დროა, გაიტანოთ"!..
"ასეთი მატჩების შემდეგ ხვდები, რომ რუსეთის ნაკრები ფსკერზეა"...
მატჩის მიწურულს, ტონი ცინიზმით მწერალმა რუსმა ფანებმაც შეცვალეს:
"საინტერესო თამაშია, ქართველების ასეთი ფეხბურთი ძალიან მოულოდნელია. ვაღიარებ, გაოცებული ვარ"...
"ქართველებს არც ავსტრიელებთან უნდა წაეგოთ და არც - ირლანდიასთან. ისინი ჯგუფში "სისხლს" კიდევ დაღვრიან"...
"გამარჯვებაც შეეძლოთ"...
"ამ უელსთან ფრე ძვირად ღირს"...
"ქართველებმა ძალიან ლამაზად ითამაშეს"!..
"ჩვენს დაღრეცილფეხიანებს კი არ ჰგვანან, გუნდი ჰყოლიათ"!..
"ფრე სამართლიანი შედეგია, მაგრამ ქართველებს ცოტა იღბალი რომ ჰქონოდათ, მატჩს უკეთესი შედეგითაც დაასრულებდნენ"...
"ბრავო საქართველო! დღეს კარგად ითამაშა. ვაისი მაგარია"!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"