[დღის თემა] საქართველოს ნაკრები - ვინ როგორ ითამაშა ირლანდიასა და უელსთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საოქტომბრო მატჩები მოითავა. წავაგეთ ირლანდიასთან და ფრედ ვითამაშეთ უელსთან.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ახლა ის დროა, წიწილები დავითვალოთ.

მოდით, 10-ბალიანი სისტემით შევაფასოთ ჩვენი ფეხბურთელების ნაღვაწი ამ ორ შეხვედრაში (ფრჩხილებში პირველი შეფასება ირლანდიის მატჩისაა, მეორე კი უელსისა)...

გიორგი ლორია (6.5) (7) - ირლანდიასთან მატჩში გაშვებულ გოლს მას ვერ დავაბრალებთ. ჩვენდა გასაკვირად, უელსთან შეხვედრაში ბევრი საქმე არ ჰქონია. რამდენიმე ეპიზოდში ძალიან
დამაჯერებლად ითამაშა. თუნდაც ბოლო წუთებზე, როცა ქართველთა დაცვამ იშვიათი შეცდომა დაუშვა.

ოთარ კაკაბაძე (6.5) (7) - ორივე შეხვედრაში კარგი იყო. ეგაა, დუბლინური მატჩის დასაწყისში ცოტა ნერვიულობდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. კარდიფში ძალიან დამაჯერებელი იყო. ჩვენი აზრით, მალე მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.

საბა კვირკველია (6) (7.5) - "რუბინის" ცენტრალურ მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ირლანდიურ მატჩში სიმუს კოულმენს ბოლო ბარიერი ვერ შეუქმნა. უელსთან გარეთ ბეილმა მას დაასწრო და საგოლე თავური შემოგვთავაზა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ მომენტში ბეილი "მისი კაცი" არ იყო. უელსთან მატჩის დანარჩენ ეპიზოდებში იდეალურად ითამაშა.

გურამ კაშია (6.5) (8.5) - საქართველოს ნაკრებს ორივე მატჩში უკაპიტნა. პირველ შეხვედრაში, სხვების დარად, ვერც მან შეაჩერა კოულმენის რეიდი. მეორე თამაშში კი მისი გარჯა იდეალურთან მიახლოებული იყო. კაშია გაუვალ კედლად იდგა უელსელი შემტევების წინ. იყო ერთი მინი-შეცდომა, თუმცა რობსონ-კანუს თავადვე არ გაატანინა, ბურთს გადაეღობა და ლორიას საქმე გაუადვილა.

გიორგი ნავალოვსკი (5.5) (6.5) - დუბლინურ მატჩში სიმუს კოულმენმა საგოლე შეტევისას სწორედ მას ჩაუდრიბლინგა. კარდიფში ვლადიმირ ვაისი ნავალოვსკის მაინც ენდო და მანაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა. დაცვაშიც და შეტევაშიც საიმედო იყო.

ბუბა დაუშვილი (7.5) (7.5) - ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. უელსთან მატჩში სწორედ მან წამოიწყო ჩვენი უმწვავესი კონტრშეტევა, რომელიც კინაღამ ლევან მჭედლიძის გოლით დასრულდა.

ვაკო გვილია (8.5) (7.5) - ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით - ირლანდიასთან. მეორე თამაშში ერთი-ორჯერ გადაწყვეტილების მიღება დაუგვიანდა. სახიფათო ჯარიმა "აიკიდა", მაგრამ მთლიანობაში კარდიფშიც დამაჯერებელი იყო. საქართველოს ნაკრების აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

თორნიკე ოქრიაშვილი (7.5) (9) - ირლანდიასთან მატჩში კარგი იყო, უელსთან კი სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კარდიფში ოქრიაშვილი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ჩვენი საგოლე შეტევის დროს კარგად გაეხსნა ვაკო ყაზაიშვილს და თავურიც აუღელვებლად დაარტყა. დიდებული რეიდის შემდეგ ფილიგრანული პასი მისცა მჭედლიძეს, რომელმაც გატანა ვერ შეძლო.

ვაკო ყაზაიშვილი (6.5) (8.5) - დუბლინში მისგან აშკარად მეტს ველოდით, კარდიფში კი შესანიშნავი იყო. საგოლე პასი მისცა თორნიკე ოქრიაშვილს, ერთხელ კი კინაღამ თვითონ გაიტანა (მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა). საგოლე გადაცემის დროს კი დროულად და სწორად შეაფასა სიტუაცია, შენიშნა რა კარგად გახსნილი პარტნიორი.

ჯანო ანანიძე (6.5) (7) - ამ ორ შეხვედრაში მისგან ცოტა მეტს ველოდით, თუმცა მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ბევრი შეტევა სწორედ მისი გავლით ვითარდებოდა. კარში სახიფათოდ ურტყამდა დუბლინშიც და კარდიფშიც.

ლევან მჭედლიძე (6) (6) - ორივე შეხვედრაში ბევრი იმუშავა. მჭედლიძე ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ ფაქტია, თავდამსხმელის თამაში გოლით ფასდება. უელსში, ოქრიაშვილის პასის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაეტანა.

ვლადიმერ დვალიშვილი (6) - უელსთან მატჩში კარგად შევიდა შეცვლაზე. ბურთის დაჭერა შეძლო და ერთ ეპიზოდში საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

ვლადიმირ ვაისი (7) (9) - ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა. გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. ჩანს, რომ ჩვენი გუნდის გარჯაში სპონტანურობა ძალიან ცოტაა, ბევრი რამაა ნაფიქრ-დახაზული. ეგაა, დუბლინში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ვაისი ნაკრებს შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს და ეს ძალზე სასიხარულოა. ეს ის ფეხბურთია, სისხლში რომ გვაქვს ქართველებს.

ჯაბა ჯიღაურმა, დავით სხირტლაძემ, ნიკა კაჭარავამ და სანდრო კობახიძემ ძალიან ცოტა ითამაშეს და მათი შეფასება არ გაგვიკეთებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წავიდა ტვინი რა, არ მოგბეზრდათ ეს საცოდავი ეიფორია უელსთან მიღწეული ფრესი? ცოტა მოზომვა ხომ უნდა ?იცოდეთ ?მერე კი როცა რაიმე ისე არ მოხდება, ატყდება დედის გინება და ქოთქოთი.
მოლდავეთთან სახლში ფრე რომ დამთავრდება ყველა ამ ნაქებ ბიჭებს ხომ დაამხობთ თავზე ყველაფერს?თითქოსდა ეს არ გაგიკეთებიათ და არ გიკადრებიათ არა?
Guadua
12 ოქტომბერი 2016 13:04
0
ჩემი მოკრძალებული აზრია რო უნდა გაირისკოს და ნაკრებმა ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშოს. მჭედლიძე კი კარგია ბევრს მუშაობს მაგრამ თითქმის ვერ ვიყენებთ. საჯარიმოში ჩაწოდებები ძალიან ცოტა გვაქ და ჩემი აზრით ღირს 3 ისეთი ტექნიკური ფეხბურთელის დაყენება წინ (რომლებიც თამაშის დროს გაცვლიან პოზიციებს) როგორებიც არიან ვაკო ჯანო ოქრი და მათ უკან აბურჯანია გვილია დაუშვილი... არ ვიჩემებ ექსპერტობას მაგრამ მგონია რო გაამართლებს))
effe
12 ოქტომბერი 2016 12:57
0
ძალიან მაინტერესებს ამ ქულების მინიჭების სისტემა. ეს ქულები რაც ბატონმა ალეკომ დაუწერა ფეხბურთლებს, ისი სუბიექტური აზრია, თუ სტატისტიკიდან გამომდინარეობს ? მაგალითად ნარბენი კილომეტრები, მოგებული ორთაბრძოლები, ზუსტი პასები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ ასეთ ცხრილს დადებთ რის მიხედვითაც თითოეულ კომპონენტში ენიჭებათ და აკლდებათ ქულები. მადლობა :)
dave
12 ოქტომბერი 2016 10:41
0
ორივე თამაში კარი იყო,მაგრამ ერთი რამ გამოიკვეთა,მთელი თამაში ძალა არ გვყოფნის და ძალისმიერ პრესინგზე თამაშს ვკარგავთ.ირლანდიასთამ მეორე ტაიმში გუმდი აშკარად დაიღალა,აი უელსთან კიძალა ბოლომდე მეტნაკლებად გვეყო,აე იმის წტალობით მოხდა ,რომბურთი დავიჭირეთ,მეტოქე უბურტოდ სირბილით დავღალეთ და ტემპიც არ იყო მაღალი,თორემ ბოლოს გაცილებით მეტად გაგვიჭირდებოდა.ბურთზე კონტროლი იმანაც გაგვიადვილა ,რომ მეტოქეს აკლდა ორი შემოქმედი ,რემზი და ალენი,ისინი ძალიან ტექნიკურები არიან და მათ ყოფნაში ბურთის დაჭერა ძალიან გაგვიჭირდებოდა,ისევე როგორც კომბინირება.მეტოქე თუ მაღალ ტემპს მოგვახვევდა ,ჩვენ აუცილებლად მოვუკლებდით მატჩის ბოლოს.
ჩვენ ბიჭებს გარჯა და თავდადება უნდა დავუფასოთ,მაგრამ ესეც გვახსოვდეს.
სოსო
11 ოქტომბერი 2016 18:45
0
ყაზაიშვილმა რა პასი მიცსა გოლის დროს, რა მოზომილი, კლასიანი, მოკლედ ძაან მაგარი!
domenti
11 ოქტომბერი 2016 16:46
0
ძალიან კარგი იყო უელსში მე-2 ტაიმი, ირლანდიაში 1 ტაიმი,
აუცილებლად გვჭირდება გოლები და გამარჯვება, რასაც წარმატება მოყვება და ქართველი ფეხბურთელების თამაში უმაღლესი დონის კლუბებში, რა კიდევ მომავალი დიდი წარმატებების საწინდარია.
TEDO
11 ოქტომბერი 2016 16:35
0
მთლიანობაში კარგი თამაშები იყო მაგრამ ეგრე იყო კარგ გუნდებთან და სუსტებტან ვაგებდით ხოლმე. 12-ში მოლდოვას თუ დამაჯერებლად მოუგებთ მაშინ დავიჯერებ რომ წინ მივდივართ...
achi
11 ოქტომბერი 2016 16:03
0
იმ ევროპელებს რა უთხრა ოქრის ვინც ვერ ამჩნევს, კარგი კლუბი ეკუთვნის.
achi
11 ოქტომბერი 2016 15:58
0
კვირკველიას და ლორიას ბავშვებისნაცვლად კაცები უდგანან წინ :D :D
ბაჩო
11 ოქტომბერი 2016 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული