სპეციალისტები აღიარებენ: ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!

AutoSharing Option
ირლანდიასა და უელსთან ჩატარებული მატჩების შემდეგ სადავო აღარაფერი დარჩა - საქართველოს ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა ვაკო გვილია სამშობლოს დაუბრუნეს...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ეროვნულ გუნდში მიწვევამდე ვაკო გვილიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში მოასწრო, ვლადიმირ ვაისმა კი 21 წლის ნახევარმცველი ირლანდია-უელსის მატჩებისთვის ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია. ცხადია, ეროვნული ნაკრებების დონეზე თამაში გაცილებით ძნელია, ვიდრე ახალგაზრდულში ან თუნდაც ცნობილ კლუბში. ყველას აინტერესებდა, როგორ
გამოავლენდა გვილია თავს ვაისის გუნდში.

პირდაპირ ვთქვათ - დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა.

"დეილი მეილში" უელსი-საქართველოს მატჩზე საინტერესო ინდივიდუალური სტატისტიკური მაჩვენებლები გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გუნდში ყველაზე მეტჯერ ბურთი მეტოქეს სწორედ გვილიამ აართვა (11-ჯერ, კაკაბაძემ 8-ჯერ, ანანიძემ 7-ჯერ). მას საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა გადაცემების ჩაჭრასა (6-ჯერ, როცა სხვებს 2-ზე მეტი არ ჰქონდა) და მოგებულ ორთაბრძოლებში - მეტოქეს 11-დან 5-ჯერ აჯობა, როცა ამაში უელსელთა საერთო უპირატესობა დიდი იყო - 66,7%, ჩვენი 33,3%-ის საპირწონედ.

რაც მთავარია, ეს დაუღალავი და ვერცხლისწყალივით მოძრავი მოთამაშე ბურთს ყველაზე მეტჯერ, 89-ჯერ შეეხო. საინტერესოა, რომ მისი გადაცემების სიზუსტე (84.5%) უელსელების ვარსკვლავის, მადრიდის "რეალის" შემტევ გარეთ ბეილის მაჩვენებელს (79.5%) აღემატებოდა. თუმცა, ამაში ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილია, რომლის გადაცემების 91%-მაც თანაგუნდელებამდე მიაღწია.

სპეციალისტები და გულშემატკივრები სლოვაკი სპეციალისტის არჩევანით კმაყოფილები არიან. ასეთი შეფასებაც დაიწერა - "ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!" - ძნელია, არ დაეთანხმო ამ შეფასებას.

"ეს ბიჭი ძალიან მომეწონა. ჩვენს ნაკრებს სწორედ ასეთი დინამიკური და თანამედროვე საყრდენი სჭირდებოდა. ის ძალიან გონიერია, შეტევებს ტემპს და დინამიკას მატებს და ზოგადად, გუნდსაც ძალიან მოუხდა", - ამბობს "ლელოსთან" "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ყურადღება სხვა დეტალებზე გაამახვილა:

"ბატე სერიოზული გუნდია და იქ შემთხვევით არავის აიყვანენ. როცა გვილია ამ გუნდში მიიწვიეს, გასაგები გახდა, რომ ნიჭიერი მოთამაშე გვეზრდებოდა, მაგრამ ირლანდია-უელსთან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გვილია ორივე შეხვედრაში ძალიან მომეწონა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი საყრდენი ნახევარმცველი გვყავს და მიმაჩნია, რომ ეს ბიჭი ეროვნული ნაკრებისთვის ძვირფასი შენაძენია".

ნემსაძის თქმით, გვილიამ გუნდს დინამიკა შესძინა:

"მის ბრძოლისუნარიანობას აღვნიშნავ, მაგრამ ეს არასრული დახასიათება იქნება. საყრდენი ნახევარმცველი გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მას ევალება, რომ ბურთი დაცვიდან დროულად ამოიტანოს და შეტევა დროულად წამოიწყოს. გვილიამ ეს მოახერხა, დაცვისა და შეტევის კარგი კომუნიკატორი აღმოჩნდა და ნაკრების თამაში გაამრავალფეროვნა.

გეტყვით, ამაში რასაც ვგულისხმობ: უმთავრესად, ორი კატეგორიის საყრდენები მინახავს - პირველებს დაცვა ეხერხებათ, მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებენ; მეორე ნაწილი კი კარგად უტევს, მაგრამ დაცვას ვერ ეხმარება.

გვილიას კი ორივე კომპონენტი დაბალანსებული აქვს - დაცვასაც კარგად ეხმარებოდა და შეტევასაც. იმიტომ, რომ ტექნიკური ბიჭია, ბურთის მიღება-დამუშავებაში დროს არ კარგავს და რადგან სწრაფი სათამაშო აზროვნებაც აქვს, პასიც გამოსდიოდა, შეტევის მიმართულების შეცვლაც და გადატანაც. ამ ყველაფრით მან ნაკრების თამაშს ტემპი შესძინა".

ნემსაძეს ნაკრების პერსპექტივაზეც ვკითხეთ:

"გამოჩნდა, რომ ვაისმა გამოცდილი და ნიჭიერი ბიჭებისგან ბირთვი შეკრა - კაშია, კაკაბაძე, კვირკველია, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი... პლუს, საიმედო მეკარეები და კიდევ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა. მათ ახლა გვილიაც დაემატა, რომელმაც გუნდი გამოაცოცხლა და დარწმუნებული ვარ, ასეთი თამაშების შემდეგ მას მწვრთნელი სულ გამოიყენებს.

მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს საინტერესო მომავალი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
შეეშვით ამ ბიჭს,ჯერ ხო ორი თამაში ითამაშა???გახსოვთ როგორ იწყებდნენ გოგუა და ყენია???ეიფორიაში ვართ ზოგადად ამ ორი თამაშის მერე,არადა სულ ერთი ქულა ავიღეთ.არ სჯობს მიწაზე დავეშვათ?თან ირლანდიასთან ტრადიციულად კარგად ვთამაშობდით ვაგებდით და ისევ მასე მოხდა.უელსისთვის კი ზოგადად უხერხული მეტოქე ვართ.აი თუ მარტში სერბეთს მოვუგებთ მაშინ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი...
gocha
13 ოქტომბერი 2016 11:55
0
Ert tamashs itamahseben da gagijdebian gmertma qnas da rame da dges magram moitminet
Goga
13 ოქტომბერი 2016 10:19
0
ლაშა მჭედლიძე და ნავალოვსკი რო მოაშორონ ვინ უნდა ითამაშოს?
Zaza
13 ოქტომბერი 2016 00:30
0
აკაკი გოგია და ბექა ვაჩიბერაძეც ჩავაყენოთ ნაკრების სამსახურში, იმუშაოს ამაზე სერიოზულათ ფედერაციამ...
anti
13 ოქტომბერი 2016 00:03
0
ეს ნავალოვსკი მჭედლიძე და ლობჭჟანიძე მოაშორეთთთთთ
lasha
12 ოქტომბერი 2016 23:36
0
ჯერ ყველაფერი წინაა, გვილია კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ ბევრიაქვს მოსამატებლად,ოქრიასვილს, ანანიძეს კვეკესკირს, ცისკარიძის თამაში გვაინტერესებს შეიძლება უკეტესიც იყოს ვიდრე გგვონია.ჯერ კიდევ ახალფეხადგმული ბავშვივითაა ჩვენი გუნდი ფეხს რომ მოიმაგრებს შედეგიც მოვა. ბევრი მუშაობაა საჭირო
კაკო
12 ოქტომბერი 2016 20:35
0
გვილია მაგარი ბიჭია. რაც ყველაზე მთავარია, ზუსტი დოზით აქვს ცივსისხლიანობა. ბურთს რომ მიიღებს მეტოქე ფეხბურთელების გარემოცვაში, არ ეშინია და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თორემ, მასავით ნიჭიერი შეიძლება კიდევ გვყავდეს ვინმე, მაგრამ წნეხის დროს ვერ გამოავლინოს თავი ბოლომდე. კაკაბაძე ძალიან მომეწონა. მასეთი ტექნიკური მცველი ჩვენ მგონი არ გვყოლია. ცივსისხლიანობა არც მას აკლია. ფეხები არ უკანკალებს ბურთის მიღებისას. არა და ეს ბიჭები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან ყოველ თამაშში და ძალიან არ მომწონს ეს, მაგრამ რა ვქნათ, ნამეტანი დაგვიგროვდა წარუმატებლობა და პასუხისმგებლობის ძირითად ტვირთს სხვაზეც ვერ გადავიტანთ ალბათ. ამიტომ სჭირდება ამ ხალხს რაღაც სხვანაირი მრჩეველი/ქაუნსლერი. ფსიქოლოგი უფრო სხვა რამეა. მაგრამ გულშემატკივარიც უფრო დახვეწილი უნდა გახდეს. გინება უნდა გახდეს სასტიკად მიუღებელი საქციელი. კრიტიკა რამდენიც გინდა იყოს. ვალდებულიც არის ეს ხალხი მოუსმინოს და აიტანოს, მაგრამ გინება ყოვლად მიუღებელია. იქნებ ამაზე დაიწყოთ საგანმანათლებლო სტატიების წერა.
odala
12 ოქტომბერი 2016 18:13
0
საყრდენები კარგები გვყავს გვილია ბრწყინვალეა,დაბრუნდება ალბათ კანკავაც,აგრეთვე არ უნდა დავივიწყოთ ძალიან კარგი და მშრომელი საყრდენები კვეკვესკირი და აბურჯანია ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ესენიც,ნაკრებში ნელნელა კონკურენცია იზრდება და ეს გუნდისვის შედეგის მომტანი გახდება მალე.დაუშვილი კი ამათთან შედარებით სულ სხვა ტიპის საყრდენია უფრო დაცვითი ფუნქციები ევალება მას შეტევა კი ნაკლებად გამოდის, თუმცა არის თამაშები სადაც მისი გამოყენება სეიძლება.
bebeto
12 ოქტომბერი 2016 17:36
0
რა გჭირთ ხალხნო, რომ გაიძახით "ფორტუნა, ფორტუნაო", ამდენი ხნის წასული და დავიწყებული ფორტუნა გინდათ, რომ კარგად ჩატარებული 2 თამაშის მერე ისევ მოვიდეს?
აქვეა, აკვირდება ჩვენი ნაკრების თამაშებს და შემდეგი თამაშისთვის თბილისში უკვე აქ იქნება და ყველას გაგვახარებს თავისი გამოჩენით... °(^_^)°

ასეა ეს !!!
ძია
12 ოქტომბერი 2016 17:03
0
დიდწილად გვილიას დამსახურებაა სწარაფად რო ამოდიოდა ბურთი შეტევებში. შეიძლება ითქვას მუხტი შემატა ნაკრებს ნამდვილი ლიდერი იყოს ამ თამაშებში, დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად, ამაზე მეტყველებს ზუსტად ეს სტატისტიკაც
beso
12 ოქტომბერი 2016 17:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული