"ჭანტურიამ ნაკრებში ისე უნდა ითამაშოს, როგორც ვაისს სურს და არა ისე - თვითონ რომ უნდა"

AutoSharing Option
ცნობილმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა, რომელსაც არაერთ ქართულ კლუბსა და ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია, გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ეროვნულ გუნდში გიორგი ჭანტურიას ადგილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "ურალის" ქართველი ლეგიონერი ავსტრიასა და უელსთან მატჩებისთვის გუნდში არ გამოიძახა.

დევდარიანის აზრით, ჭანტურიას ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

"გიორგი ჭანტურიას შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. გეტყვით პირდაპირ: საქართველოს ნაკრებში ჭანტურიას შეუძლია იყოს არა რიგითი ფეხბურთელი, არამედ ლიდერი. მას ეს აშკარად შეუძლია. უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა მოერიოს. ეს არ არის
იოლი, მაგრამ გიორგი ვალდებულია, ეს გააკეთოს.

სადაც უთამაშია, ყველა გუნდში ლიდერი იყო. უბრალოდ, მან საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორიც სურს ვლადიმირ ვაისს და არა ისეთი, როგორიც თვითონ უნდა. ესაა მთავარი. ასეთ შემთხვევაში ჭანტურია საქართველოს ნაკრებში შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება", - აცხადებს დევდარიანი.

სპეციალისტთან სრულ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ადრე სხვანაირად ვფიქრობდი,დღეს კი მიმაჩნია,რომ ჭანტურიას შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს ნაკრებს.ამის საფუძველს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული თამაშები მაძლევს. ის უკვე ურალის ლიდერად ყალიბდება.აუცილებელია მისი ნაკრებში გამოძახება.
jumber
16:30 11-10-2016
0
ჯერ ფეხბურთის თამაში რომ ისწავლოს, ალბათ უკეთესი იქნება.
ჰაჰა
16:53 11-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული