[ოთხშაბათის საკითხავი] თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა ირლანდიასა და უელსთან. ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის სულ სხვა სახე დაგვანახვა. ვნახეთ შეტევაში მოთამაშე ეროვნული ნაკრები.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ძალიან, ძალიან რთულია ითამაშო ირლანდიასა და უელსთან ისეთი ფეხბურთი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს. ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ეს არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ ეს იყო შედარებით უკეთესი თამაში, ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს. ეს უკვე ძალიან კარგია.

უელსი
კიდევ უკეთესი იყო. უელსი იყო იმედის თამაში.

საქართველოს ნაკრები დროდადრო თამაშობს კარგ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც იწყება ჩვენს საჯარიმოში გაკეთებული პასებით და გრძელდება სახიფათო მომენტით მოწინააღმდეგის კართან. ვლადიმირ ვაისმა იგრძნო ჩვენი ფეხბურთის დინამიკა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი, გამორჩეული ინდივიდუალისტი თორნიკე ოქრიაშვილი. მას შეუძლია, ძალიან ბევრი გასცეს თანაგუნდელისთვის, საშური პასი მიაწოდოს, განავითაროს საკუთარი გუნდის შეტევა...

მაგრამ მისი საკლუბო კარიერა ჯერაც უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს - მომავალში, დღეს კი ლიდერი უკვე სახეზეა.

უნდა გვჯეროდეს: საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც რაღაც შეუძლია. ის უკვე თამაშობს და ამავე დროს, მომავლის იმედს გვაძლევს. ეს ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავი, რომ თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ.

მომკალით და ასე მგონია - სწორედ ოქრიაშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც, როგორც ელმავალმა, ისე უნდა გასწიოს საქართველოს ნაკრების ცხოვრება. და რაც უფრო მეტი იქნება ნაკრებში ასეთი ლიდერი, მით უკეთესი, ოღონდ მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი და არა - ხელი შეუშალონ. ეს არის მნიშვნელოვანი.

ხშირად გაიგონებთ - საქართველოს ნაკრებმა კარგად თამაში ისწავლაო. ეს ძალიან კარგია. ხომ არ ვამლაშებთ? არა, ნუ მოგვერიდება ამის თქმის. ჩვენ საკმარისად ვითმინეთ აუტსაიდერობა და ახლა დროა, რაღაც ვქნათ.

ყველა რაღაცას შვრება, რაღაცას ცდილობს, ერთ დროს წყალწაღებული აუტსაიდერებიც კი ტყავში ძვრებიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ნელ-ნელა აღწევენ კიდეც. ჩვენც უნდა ვქნათ, ჩვენც უნდა მივაღწიოთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, ეს, უბრალოდ, აუცილებლობაა. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ითამაშოს ისე, რომ თავაწეული იყოს, და ჩვენც, მედიაც, ქომაგებიც თავაწეულები ვიყოთ.

კმარა აუტსაიდერობა! ჩვენ ვიცით ფეხბურთი. მაგრამ არის ასევე ქვეყანა, პრესტიჟი და ღირსება. საქართველოსთვის ბიჭები საკუთარ თავს უნდა მოერიონ.

მიდით, ბიჭებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვფიქრობ საქართველოს ნაკრების პლიუსი უნდა იყოს ბურთის დაჭერა, ეს რაც უფრო დახვეწილად და სისწრაფეებში მოხდება ჩვენი მეტოქეები ძალიან დაიბნევიან, აგრეთვე შეტევების ორგანიზების მრავალფეროვანი ვარიანტები უნდა დახვეწონ,ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მის სწრაფად დაბრუნებას უნდა შევეცადოთ რაც ჯერჯერობით გვიჭირს,ართმევაზე აუცილებლად უნდა იმუშაონ ფეხბურთელებმა და მწრთნელებმა,ამას ალბათ დროდადრო დახვეწავენ.ლიდერს რაც შეეხება ოქრიაშვილი, იგივე ანანიძე,ყაზაიშვილი კიდევ არიან რამოდენიმე ფეხბურთელები ჩვენ ნაკრებში ვისაც კრიტიკულ დროს შეუძლიათ თავიანთი სიტყვა თქვან.
bebeto
17:48 12-10-2016
0
ბიჭებო ხედავთ რა კეთილი განწყობაა ხალხში თქვენს მიმართ? მე ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდევი და ვგრძნობ. აბა თქვენ იცით, იმუშავეთ და ხალხის დაფასება და დიდი სიყვარული არ მოგაკდებათ. 12-ში ყველა სტადიონზე. ასეც იქნება...
სავლე
17:53 12-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული