[ოთხშაბათის საკითხავი] თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა ირლანდიასა და უელსთან. ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის სულ სხვა სახე დაგვანახვა. ვნახეთ შეტევაში მოთამაშე ეროვნული ნაკრები.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ძალიან, ძალიან რთულია ითამაშო ირლანდიასა და უელსთან ისეთი ფეხბურთი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს. ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ეს არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ ეს იყო შედარებით უკეთესი თამაში, ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს. ეს უკვე ძალიან კარგია.

უელსი
კიდევ უკეთესი იყო. უელსი იყო იმედის თამაში.

საქართველოს ნაკრები დროდადრო თამაშობს კარგ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც იწყება ჩვენს საჯარიმოში გაკეთებული პასებით და გრძელდება სახიფათო მომენტით მოწინააღმდეგის კართან. ვლადიმირ ვაისმა იგრძნო ჩვენი ფეხბურთის დინამიკა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი, გამორჩეული ინდივიდუალისტი თორნიკე ოქრიაშვილი. მას შეუძლია, ძალიან ბევრი გასცეს თანაგუნდელისთვის, საშური პასი მიაწოდოს, განავითაროს საკუთარი გუნდის შეტევა...

მაგრამ მისი საკლუბო კარიერა ჯერაც უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს - მომავალში, დღეს კი ლიდერი უკვე სახეზეა.

უნდა გვჯეროდეს: საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც რაღაც შეუძლია. ის უკვე თამაშობს და ამავე დროს, მომავლის იმედს გვაძლევს. ეს ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავი, რომ თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ.

მომკალით და ასე მგონია - სწორედ ოქრიაშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც, როგორც ელმავალმა, ისე უნდა გასწიოს საქართველოს ნაკრების ცხოვრება. და რაც უფრო მეტი იქნება ნაკრებში ასეთი ლიდერი, მით უკეთესი, ოღონდ მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი და არა - ხელი შეუშალონ. ეს არის მნიშვნელოვანი.

ხშირად გაიგონებთ - საქართველოს ნაკრებმა კარგად თამაში ისწავლაო. ეს ძალიან კარგია. ხომ არ ვამლაშებთ? არა, ნუ მოგვერიდება ამის თქმის. ჩვენ საკმარისად ვითმინეთ აუტსაიდერობა და ახლა დროა, რაღაც ვქნათ.

ყველა რაღაცას შვრება, რაღაცას ცდილობს, ერთ დროს წყალწაღებული აუტსაიდერებიც კი ტყავში ძვრებიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ნელ-ნელა აღწევენ კიდეც. ჩვენც უნდა ვქნათ, ჩვენც უნდა მივაღწიოთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, ეს, უბრალოდ, აუცილებლობაა. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ითამაშოს ისე, რომ თავაწეული იყოს, და ჩვენც, მედიაც, ქომაგებიც თავაწეულები ვიყოთ.

კმარა აუტსაიდერობა! ჩვენ ვიცით ფეხბურთი. მაგრამ არის ასევე ქვეყანა, პრესტიჟი და ღირსება. საქართველოსთვის ბიჭები საკუთარ თავს უნდა მოერიონ.

მიდით, ბიჭებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
არაფერი ნაკრები ჯერ ჩვენ არ გვყავს რაღაც გაგვივარდა ყარაულის თოფივით და ავჭიკჭიკდით, დავანებოთ თავი ილუზიებს. მოლდოვასთან გამოჩნდება რისი მაქნისებიც ვართ. ამნაირი გაელვება ბევრი მახსოვს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
შალვა ნათელაშვილი.
15:07 13-10-2016
0
დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კომენტარს გამოეხმაურა, განსაკუთერბით მათ ვისთვისაც აზრის გამოთქმისთვის, ვთქვათ ''თუ არ იქნება არაობიექტურობა" ადამიანისთვის შეურაცმყობელი სიტყვებით მოხსენიება მისაღებ ფორმად მიაჩნიად. ისე მე არც პროდასავლური ვარ და არც პროევრაზიული, მე ქართველი ვარ 1955 წლიდან და ბევრი რამის მომსწრე, რომ მაგალითები არ მახსოვდეს არც ამ ეჭვს გამოვთქვამდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამომხმაურებლებს.
gizog
13:07 13-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული