ოთარ კაკაბაძე: ფეხბურთელისთვის ამაზე მაგარი რამ არ არსებობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ Sportall.ge-სთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კაკაბაძეს ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ჰქონდა, ვაისის მწვრთნელობის პერიოდში კი მოედანზე სულ რამდენიმე დღის წინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდა, როცა ტრავმირებული უჩა ლობჟანიძე ჩაანაცვლა. გულშემატკივარი მისი თამაშით კმაყოფილი ჩანდა და მისადმი პოზიტიური განწყობა არც უელსთან მატჩის შემდეგ გამქრალა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ნაკრები
"ნაკრებში დებიუტი კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდში მქონდა.
მაშინ გიბრალტართან მომიწია თამაში და უბედნიერესი ვიყავი. ნაკრებში ყოველ თამაშზე იგივე გრძნობა მაქვს და სულ ყოველთვის მექნება.

ფეხბურთელისთვის ამაზე მაგარი რამ არ არსებობს, მით უმეტეს, მაშინ, როცა წარმატებას აღწევ და იმედია, მალე მოვა დიდი წარმატებაც".

ირლანდია და უელსი
"ორივე თამაშზე გული დამწყდა. ირლანდიასთან ნამდვილად არ იყო წასაგები თამაში, უელსთან კი უნდა მოგვეგო, თუმცა კარგი იყო, რომ ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც..."

ვლადიმირ ვაისი
"აღვნიშნე, რომ ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით... ფეხბურთის თამაშში ბურთის კონტროლი და გააზრებული შეტევა ვიგულისხმე. ვლადიმირ ვაისი მომთხოვნი მწვრთნელია და სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან. სამწუხაროდ, ერთ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, მეორეში - ვერა.

ვაისი უელსთან მატჩის შემდეგ გვესაუბრა და ჩვენით კმაყოფილი იყო".

გარეთ ბეილი
"ბეილის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთული იყო, მაგრამ გვერდში ბიჭები მედგნენ და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გავანეიტრალეთ".

გულშემატკივარი
"ამ ორი თამაშის შემდეგ გულშემატკივრის მხრიდან საკმაოდ დიდი სითბო ვიგრძენი და ვეტყვი, რომ მათი გვერდში დგომა მაძლიერებს და ფეხბურთის თამაშს მიადვილებს".

ნაკრების მომავალი შეხვედრები
"თუ ასეთი თამაში გავაგრძელეთ და ტემპი არ დავაგდეთ, ჯგუფში წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელია. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ მოლდოვას, ირლანდიას, სერბეთსა და უელსის ნაკრებებს საკუთარ კედლებში ვეთამაშებით და ეს თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

"ხიმნასტიკი"
"კლუბში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. კარგი ხალხის ხელში მოვხვდი და ნელ-ნელა თამაშიც დავიწყე.

ჩემპიონატის დონე მაღალია. მით უმეტეს, მიმდინარე სეზონში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან და მათ წინააღმდეგ გარჯა მეხმარება, ნაკრებში უფრო მომზადებული ჩამოვიდე. გასულ მატჩებში ჩემს კარგ თამაშზე ამანაც იმოქმედა".
მკითხველის კომენტარები / 5 /
გიბრალტართან თამაში არ მახსოვს, მაგრამ ამ ორ თამაშში მშვენიერი თვისებები წარმოაჩინა ამ ბიჭმა, შეტევაშიც მშვენივრად ერთვება, არც კაცის მოტყუება უჭირს და რაც მთავარია არ უშინდება ავტორიტეტებს, ბეილის წინააღმდეგ ძალიან თავდაჯერებულმა ითამაშა. უელსთან ორი მომენტი იყო, როცა დასარტყამი იყო და ვერ მოახერხა, რაც ალბათ "უფეხობის" ბრალია და ამ კუთხით თუ ივარჯიშებს, ოთარის სახით ძალიან მაგარი შემტევი მცველი ეყოლება ეროვნულს. წარმატებები ოთარ
Eric cantona
17:11 13-10-2016
0
ჭკვიანი,ტექნიკური,მებრძოლი ფეხბურთელია და ჩემი აზრით მის ადგილზე ყველას ჯობია.
ჯონი
17:44 13-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული