შესარჩევში საქართველოს ნაკრების პირველი საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ რეჯიმში გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყო.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol
ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.
12 ნოემბერს, 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით