საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შესარჩევში საქართველოს ნაკრების პირველი საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ რეჯიმში გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

12 ნოემბერს, 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა მისასალმებელია. აღარ გვიწევს მოლარეებისთვის ხვეწნა მუდარა და გადამყიდველების აშენება. რაც შეეხება ფასს, მოლდოვაა და 25 ლარი ძვირია. უნდა ყოფილიყო 5, 10 და 15 ლარი.
Georgian
02:04 21-10-2016
0
Vasasi რეგიონში ტომრებით ბილეთების ჩატანას ინტერნეტით გაყიდვა ჯობს მემგონი. ამ ხალხმა ოღონდ კრიტიკული კომენტარი წეროს და შინაარს არ უკვირდებიან. ზოგს tkt არ მოწონს, ზოგს უკვირს რატო ღირს ტაბლოს ქვეშ ბილეთი 5 და უკეთეს ადგილას 10 ლარი...მემგონი უფასოც რო იყოს ბილეთი,წამსვლელი არ არის სტადიონზე ეს კატეგორია
აქაური
22:04 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული