უკრაინაში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერმა ვლადიმირ ვაისის ყურადღება ალალად დაიმსახურა - ის და მისი გუნდი კარგად თამაშობენ უკრაინის ჩემპიონატში და ევროპალიგაზეც იბრძვიან.
"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიტყვი: ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის.
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული პატივი და სტიმულია ნაკრებში გამოძახება. ასეა ჩემთვისაც. ჩვენი უახლოესი მეტოქე მოლდოვაა და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.
ჩემი მიზანია, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი", -
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"