ჯაბა ლიპარტია: ჩემი მიზანია, ნაკრების ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაშია ლუგანსკის "ზორიას" შემტევი ნახევარმცველი, 28 წლის ჯაბა ლიპარტია

უკრაინაში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერმა ვლადიმირ ვაისის ყურადღება ალალად დაიმსახურა - ის და მისი გუნდი კარგად თამაშობენ უკრაინის ჩემპიონატში და ევროპალიგაზეც იბრძვიან.

"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავეს ვიტყვი: ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული პატივი და სტიმულია ნაკრებში გამოძახება. ასეა ჩემთვისაც. ჩვენი უახლოესი მეტოქე მოლდოვაა და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

ჩემი მიზანია, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი", -
გვითხრა ლიპარტიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული