ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე ტურის შეხვედრას მოლდოვასთან 12 ნოემბერს თბილისში გამართავს. მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.

საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს, თბილისში შეიკრიბება.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა 23-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით
ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი)

თავდამსხმელები:
დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ვლადიმირ ვაისმა ის 9 ფეხბურთელიც დაასახელა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია).

მცველები:
ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა, საჩხერე), თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა, საჩხერე).

ნახევარმცველები:
ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა).

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 45 /
ქვილითაიას ან კაჭარავას გამოყენება შეიძლება მოლდოვასთან, აგრეთვე დაცვაში ხოჭოლავას დაყენაებაც შეიძლება, ერთი სიტყვით ძირითადში ის უნდა თამაშობდეს ვისაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.ისე მოლდოვასთან იოლი თამაში არ იქნება ფრთხილად უნდა იყვნენ, მაგრამ საქართველომ აუცილებლად პირველ ნომრად უნდა ითამაშოს,ნაკრებში მუშაობა უნდა გაგრძელდეს 1-2-მა თამაშმა ილუზიები არ უნდა შეგვიმნას. ბევრი იშრომონ ასეთ შემთხვევაში შედეგი აუცილებლად მოვა.
bebeto
17:38 31-10-2016
0
კაჭარავას და მარცვალადძეს დავაყენებდი თავდასხმაში, მჭედლიძემ რომ ვერ გაიტანა ისეთ ბურთს , იმედია ეს ორნი გაიტანდნენ!?და დვალიშვილიც ბორკილ დადებულივით, შეშინებულივით თამაშობს, ვსინჯავდი მარცვალადძეს დვალიშვილის ნაცვლად!
giorgi
21:49 30-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული