ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - გიორგი ჭანტურია ნაკრებს შეუერთდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ურალის" შემტევი გიორგი ჭანტურია მოლდოვასთან გასამართ მატჩში ნაკრებს დაეხმარება.

როგორც შევიტყვეთ, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, "ურალი" "ტერეკთან" ანგარიშით 1:4 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ მატჩში პენალტი გამოიმუშავა და თავადვე ზუსტად შეასრულა, მატჩის 33-ე წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

- გიორგი ჭანტურიამ "ტერეკთან" გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია [VIDEO]

საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე გაიმართება. ნაკრები შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინც უნდა ჩაანაცვლოს, ყველა ჯობია მას ამ ეტაპზე. იმედია განვითარდება და სხვა გუნდში გადავა.
sandro
11:17 01-11-2016
0
ძალიან კარგი. ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რათა ქვეყნის უპირველესმა გუნდმა რაღაც შედეგი დადოს. მე ძალიან ოპტიმისტურად განვეწყვე ბოლო თამაშების ფონზე (განსაკუთრებით უელსთან) და სხვისი არ ვიცი.
giga
17:16 31-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული