- საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
- გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!
"ფეხბურთელებს გასახდელში ვკითხე, თუ რისთვის იძახებენ მათ საქართველოს ნაკრებში. ავუხსენი, რომ უპირველესად აქ უნდა გამოიჩინონ თავი, რის შემდეგაც მოხვდებიან ნაკრებში.
ვლადიმირ ვაისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას წლებია ვიცნობ. ვაისმა ნაკრებში "დინამოს" 5 ფეხბურთელი იხმო და ხუთივეზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. მათი სათამაშო
ვუყურე საქართველოს ნაკრების თამაშს უელსის წინააღმდეგ. საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილება დამრჩა თქვენს ნაკრებზე და მოლდოვასთანაც წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა გროზნიმ.
საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.