ეჭ­ვი არ არის, ქუ­ლას გეგ­მა­ვენ... დობროვოლსკიმ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის რაზ­მი შეკ­რი­ბა

AutoSharing Option
მოლ­დო­ვას ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა იგორ დობ­რო­ვოლ­ს­კიმ და­ა­სა­ხე­ლა ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 12 ნო­ემ­ბერს, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის მო­რიგ ტურ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

ჯერ გა­ვეც­ნოთ მოლ­დო­ველ­თა შე­მად­გენ­ლო­ბას, ხო­ლო შემ­დეგ ორი­ო­დე სიტყ­ვით გა­ვარ­ჩი­ოთ დობ­რო­ვოლ­ს­კის გუნ­დის ავანჩავა­ნი...

მე­კა­რე­ე­ბი: ილია ჩე­ბა­ნუ (მორ­დო­ვია, რუ­სე­თი), სტა­ნის­ლავ ნა­მაშ­კო (ლე­ვა­დი­ა­კო­სი, სა­ბერ­ძ­ნე­თი), ალექ­სეი კო­შე­ლე­ვი (შე­რი­ფი), ნი­კო­ლა კა­ლან­ჩეა (კრა­ი­ო­ვა, რუ­მი­ნე­თი);
მცვე­ლე­ბი: ალექ­სან­დ­რუ ეპუ­რე­ა­ნუ (ბა­შაქ­შე­ჰი­რი, თურ­ქე­თი), კა­ტა­ლინ კარ­პი (ვი­ტო­რუ­ლი, რუ­მი­ნე­თი), ად­რი­ან კას­კა­ვა­ლი (ლუჩ ენერ­გია, რუ­სე­თი), ვიქ­ტორ გო­ლო­ვა­ტენ­კო (ზა­რია ბელ­ცი), ვი­ტა­ლი ბორ­დე­ა­ნი (შე­რი­ფი), ვი­ა­ჩეს­ლავ პოს­მა­კი (და­ჩია), პეტ­რუ რა­ცუ, ვა­დიმ
ბო­ლო­ჰა­ნი (ორი­ვე - მილ­სა­მი), იონ ჟარ­და­ნი (ზიმ­ბ­რუ);
ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი: ალექ­სანდრ გაც­კა­ნი (როს­ტო­ვი, რუ­სე­თი), ეუგენ ზა­სე­ვი­ჩი (ტრა­კაი, ლიტ­ვა), გე­ორ­გე ან­დ­რო­ნი­კი, ალექ­სან­დ­რუ ან­ტო­ნი­უ­კი (ორი­ვე - მილ­სა­მი), ვლა­დის­ლავ ივა­ნო­ვი (ტი­რას­პო­ლი), მაქ­სიმ მი­ხა­ი­ლო­ვი (ზა­რია ბელ­ცი), მაქ­სიმ ან­ტო­ნი­უ­კი (აკა­დე­მია);
თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი: ეუგე­ნიუ სი­დო­რენ­კო (მილ­სა­მი), იგორ ბუ­გა­ი­ო­ვი (ზა­რია ბელ­ცი), რა­დუ გინ­სა­რი (შე­რი­ფი), დან სპა­ტა­რუ (ზიმ­ბ­რუ).

ლი­დე­რე­ბი
მარ­თა­ლია, მოლ­დო­ვას ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ჩვე­ნი ჯგუ­ფის გა­მოკ­ვე­თილ აუტ­სა­ი­დე­რად ით­ვ­ლე­ბა, რაც გან­ვ­ლილ­მა მატ­ჩებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ ამ გუნდს თით­ქ­მის ყვე­ლა რგოლ­ში ჰყავს ლი­დე­რი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აქე­დან­ვე უნ­და ვი­ცო­დეთ.

მე­კა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან მატჩს ან "მორ­დო­ვი­ას" კა­რის და­რა­ჯი ილია ჩე­ბა­ნუ და­იწყებს, ან­დაც ბერ­ძ­ნუ­ლი "ლე­ვა­დი­ა­კო­სის" მე­კა­რე სტა­ნის­ლავ ნა­მაშ­კო.

მოლ­დო­ვა ბევრ გოლს უშ­ვებს, მაგ­რამ დაც­ვა­ში რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ინც ჰყავს. ამ რგოლ­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, "ბა­შაქ­შე­ჰი­რის" მცვე­ლი ალექ­სან­დ­რუ ეპუ­რე­ა­ნუ უნ­და ვახ­სე­ნოთ. ასე­ვე არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ვე­ტე­რა­ნი იგორ გო­ლო­ვა­ტენ­კო. ეს გა­მოც­დი­ლი უკა­ნა­ხა­ზე­ლი რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­თა­მა­შოდ.

ნა­ხე­ვარ­დაც­ვის უდა­ვო ლი­დე­რად ით­ვ­ლე­ბა "როს­ტო­ვის" შუ­ა­ხა­ზე­ლი ალექ­სან­დ­რუ გაც­კა­ნი. მოლ­დო­ვას ნაკ­რებს ერ­თა­დერ­თი ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში თა­მა­შობს.

თავ­დას­ხ­მის ხა­ზი კი "აქი­ლევ­სის ქუს­ლია". ბუ­გა­ი­ოვ­სა და სი­დო­რენ­კოს უცხო­ეთ­ში ას­პა­რე­ზო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი აქვთ, მაგ­რამ მათ ძა­ლი­ან უჭირთ გო­ლე­ბის გა­ტა­ნა.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა
მოლ­დო­ვუ­რი მე­დია ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მთა­ვარ პრობ­ლე­მებ­ზე წერს. პირ­ველ­ზე უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ - კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი. დობ­რო­ვოლ­ს­კის გუნ­დ­მა სამ შეხ­ვედ­რა­ში მხო­ლოდ ერ­თი გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

მე­ო­რე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მც­ველ­თა ხში­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბია. მოლ­დო­ვამ შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის სამ შეხ­ვედ­რა­ში 10 გო­ლი გა­უშ­ვა, თუმ­ცა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ მცვე­ლებს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ.

იგო­რის იმე­დად
სა­ერ­თოდ, მოლ­დო­ვის ნაკ­რე­ბის ბევრ გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი ჰქონ­და, რომ ეროვ­ნულ გუნ­დ­ში ერ­თხე­ლაც დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იგორ დობ­რო­ვოლ­ს­კი სი­ტუ­ა­ცი­ას კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­და უკე­თე­სო­ბის­კენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე არ ხდე­ბა.

"ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ წარ­მა­ტე­ბით ვი­თა­მა­შოთ. არც მე ვზო­გავ თავს და არც - ბი­ჭე­ბი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვეც­დე­ბით, ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გა­ვა­ხა­როთ. ცუ­დი და­საწყი­სის მი­უ­ხე­და­ვად, მოლ­დო­ვას ამ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში მე­ტო­ქე­თათ­ვის სი­ურ­პ­რი­ზის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია", - ეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლის, იგორ დობ­რო­ვოლ­ს­კის სიტყ­ვე­ბია.

ცხა­დია, მოლ­დო­ვე­ლე­ბი შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში პირ­ვე­ლი ქუ­ლის აღე­ბის სურ­ვი­ლით იწ­ვი­ან. ეჭ­ვი არ არის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან თბი­ლი­სურ შეხ­ვედ­რა­ში ისი­ნი სწო­რედ ქუ­ლას გეგ­მა­ვენ. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უპირ­ვე­ლეს გუნდს "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" იოლი შეხ­ვედ­რა არ ელო­დე­ბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრთხილად ვიყოთ, მართლა არ გაგვამწარონ. მოლდოველები ზუსტად ჩვენთან ივაჟკაცებენ. ეგ დობროვოლსკი ზესტასთან თამაშებიდან მახსოვს, რა არაკაცურად იქცეოდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული