ქინქლაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა:
- ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, 4 ქულა უნდა აგვეღო ამ ორ თამაშში, მაგრამ რას ვიზამთ... ეს ფეხბურთია - ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ.
- იმ ორ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას. მისმა თამაშმა ქართული საფეხბურთო თემი ძალიან კმაყოფილი დატოვა.
- სხვათა შორის, იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი... ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარად კარგი საყრდენი ნახევარმცველია.
- ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ აფასებთ?
- რასაც ვუყურებ, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს. ახლა მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს. ასე ორი-სამი თამაშით ძნელია მწვრთნელის შეფასება, დროა კიდევ საჭირო...
- როგორ უყურებთ საქართველოს ნაკრების პერსპექტივას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ ისე ვითამაშეთ ირლანდიასა და უელსთან, სრული საფუძველი გვაქვს, მათ წინააღმდეგ თბილისში ქულები დავგეგმოთ. მოლდოვას ორივე თამაში რომ უნდა მოვუგოთ, მგონი, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ...
[ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ]