გურამ კაშია: ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"მოლოდინი ამ მატჩისგან ყველას ერთი გვაქვს - მოგება და ის გვესაჭიროება კიდეც. ირლანდიასთან და უელსთან ჩატარებული შეხვედრების შემდეგ გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა, ჩვენც კარგი განწყობა შევიქმენით და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება - ამის უფლება არ გვაქვს! რთული მატჩი გველის, მაგრამ დადებითი შედეგისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

თუ მოლდოვა დაცვით სტილს აირჩევს, თამაში უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ, როგორც ვთქვი, 3 ქულას ვგეგმავთ და თამაშის
ხარისხი ისევ ისეთი კარგი უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუნდაც, პირველი გოლი კონტრშეტევაზე მოლდოვამ გაგვიტანოს, მაგრამ 90 წუთს ვთამაშობთ და ამ დროის განმავლობაში შედეგს ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიოთ.

ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია. ვერ გეტყვით, 3 თამაშის მერე უელსის, ირლანდიის, სერბეთის ნაკრებები სად იქნებიან. ეს ისეთი ჯგუფია, წინასწარ ვერ დაგეგმავ ქულებს. უელსი იყო ჩვენთან ფავორიტი, მაგრამ ვერ მოგვიგო - ამ ჯგუფში ბევრი ასეთი მატჩი იქნება. დღეს მე ვერ გეტყვით, რომელ ადგილზე დავამთავრებთ ჯგუფურ ეტაპს, მაგრამ დღეს მე კი არა, ვერც უელსი, სერბეთი და ირლანდია გეტყვიან, რომელ ადგილზე დაასრულებენ ჯგუფს.

დაგვიბრუნდა კაპიტანი, ჯაბა კანკავა. მისი დაბრუნება ძალიან კარგია, რადგან ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და პირველი 3 ქულის მოსაპოვებლად ვემზადებით", - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნებისმიერ გუნდთან მოსაგებათ უნდა გავიდეთ სახლშიც და გასვლაზეც და ბოლომდე,არავინ არ არის უკვე ჩვენზე მეტი არც ფეხბურთის სიყვარულით არც ფეხბურთის ისტორიი და არც ვარსკვლავებით,წარმატებები ბიჭებო
michael
04:46 09-11-2016
0
ნურაფერს ნუ დაგეგმავთ კაშო. თითოეული თამაში ითამაშათ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩი. წიწილებს შემდეგი წლის შემოდგომაზე დავითვლით.
ლუკა
07:43 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული