ამის გარდა, ფეხბურთელმა კლუბში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
"კლუბში ყველაფერი კარგადაა. თავდაპირველად, ტრავმის გამო ადაპტაციის გავლა გამირთულდა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდა - ტრავმა მოვიშუშე, მეტი დრო მომცეს და გოლების გატანაც დავიწყე. ავსტრიის ჩემპიონატი მეტ სისწრაფეებსა და მეტ ორთაბრძოლას მოითხოვს. ერთი, რაც სამწუხაროა, ისაა, რომ "რაპიდში" ვინც მომიწვია, ვგულისხმობ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს, ორივემ დატოვა კლუბი. ამ თანამდებობებზე ჯერ არავინ
ეროვნულ ნაკრებში სრულიად გამოჯანმრთელებული ჩამოვედი, ტრავმა აღარ მაწუხებს და უკეთეს ფორმაში ვარ. თანაც, კლუბში სათამაშო პრაქტიკა დამიგროვდა და იმედი მაქვს, მოლდოვასთან, რომელთანაც აუცილებლად გამარჯვება გვმართებს, მომეცემა სათამაშო დრო. შინ ვთამაშობთ და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.