ბურთის კონტროლი და საგოლე მომენტები! დავით სხირტლაძემ იცის, რაც უნდა ვაისს...

AutoSharing Option
დანიური სუპერლიგის 16 მატჩში გატანილი 7 გოლით დავით სხირტლაძე იქაურ ბომბარდირებში IV-VII ადგილებს ინაწილებს. ოქტომბერში, "სილკებორგის" 23 წლის თავდამსხმელმა კარიერაში გამორჩეული თამაში "ვიბორგთან" (გასვლაზე) ჩაატარა, ჰეთ-თრიკით მოაგებინა (3:1) გუნდს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

"ხუთი წელია, რაც დანიაში ვცხოვრობ, უკვე მეორე კლუბში ვარ და მათი ფეხბურთი კარგად გავიცანი. "სილკებორგს" იოლად შევეჩვიე და ვიცი, ვინ როგორ თამაშობს, როდის უნდა გავიხსნა და ასე შემდეგ. ასეთი წვრილმანები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, მოწინააღმდეგე გუნდებთან უკვე იმდენჯერ მითამაშია, ვიცი, მისი მოთამაშეებიდან ვის რა შეუძლია, როგორი
ფეხბურთი და მოქმედება უნდა დაუპირისპირო. ეს კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ მომზადებაში ძალიან მეხმარება", - უთხრა სხირტლაძემ "ლელოს".

ვლადიმირ ვაისს მისი ეიმედება და ეროვნული გუნდის შეკრებაზე უკვე მესამედ მიიწვია. სლოვაკმა სპეციალისტმა "სილკებორგის" თავდამსხმელი ავსტრიასთან მეორე ტაიმში ათამაშა, თუმცა ირლანდია-უელსთან შეხვედრებში მოედანზე მხოლოდ დუბლინში გამოჩნდა.

ვაისი სხირტლაძისგან იმავე ფეხბურთს ელის, რასაც ვარჯიშებზე და დანიაში აჩვენებს. ფაქტია, ახალგაზრდა თავდამსხმელს ნაკრებში ადაპტაცია და თავისუფლად ათამაშება სჭირდება:

"შეგუებისა და მწვრთნელის მოთხოვნების გასაგებად დრო იყო საჭირო და ვფიქრობ, ეს მოვახერხე. უკვე ვიცი, რაც უნდა ვაისს და რა სტილის ფეხბურთი მოსწონს. საერთოდ, ეს ნაკრებში ყველამ გაითავისა და უკეთესად ამიტომაც ავთამაშდით.

შევეცდებით, ბურთის კონტროლი და მომენტების შექმნა მოლდოვასთანაც მოვახერხოთ. დავრწმუნდით, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. მაგრამ ახლა მთავარია, მოლდოვას მოვუგოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიტ გაგვახარე,მიდიიი
ბაჯო
16:48 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული