მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ახლა დისციპლინაც დაემატათ

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ საქართველოსთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

- ასეთი მომზადება ჯერ არ გვქონია. ორი დღის წინ ჩამოვიდნენ ლეგიონერები და შევიკრიბეთ. გუშინ კი დავიწყეთ მომზადება. დროც არ არის. ხვალ უკვე საქართველოში მივფრინავთ.

- სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები შეისწავლეთ. რა არის მოწინააღმდეგის პოტენციალი და რას მიაქციეთ ყურადღება ყველაზე მეტად? ამ მატჩში აქცენტს რაზე გააკეთებთ?
- საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურეთ და სამწვრთნელო კოლექტივთან ერთად განვიხილეთ. ასევე განვიხილეთ გუნდთან ერთად. როგორ ვითამაშებთ? რაც უნდა იყოს ანგარიში, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ,
ანუ შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი შევთავაზოთ. პირველ რიგში,  ჩვენი ამოცანა არის, საკუთარი თამაში დავალაგოთ.

- თქვენს საფეხბურთო კარიერაში იყო თუ არა ეპიზოდები, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებთან იყო კავშირში?
- ადრე ერთ ჩემპიონატში ვთამაშობდით, ამიტომ კარგი ადამიანური ურთიერთობები მაქვს ბევრ ქართველ ფეხბურთელთან.

- ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩეოდნენ. იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი მოლდოვას ნაკრების ორგანიზებაზე მოახლოებულ მატჩში?
- სტატისტიკურად, საქართველოს 85 ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დონეზე. ალბათ, ამ კუთხით ქართული ფეხბურთი მაინც ძლიერია.

იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ხვდება ქართველი სათამაშოდ, ის ავტომატურად უფრო დისციპლინირებული და უფრო ძლიერი ხდება ფიზიკურად. რა თქმა უნდა, რომელ ჩემპიონატში ხვდება, გააჩნია.

ტექნიკა და ინდივიდუალური ოსტატობა ქართველებს აქვთ, ახლა კი დისციპლინაც ემატებათ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე იქნება.

მიუხედავად შედეგებისა, მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ისინი 1:2 აგებენ სტუმრად, მაგრამ კარგ და ხარისხიან ფეხბურთს ანახებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების მატჩი 12 ნოემბერს "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

- [დღის თემა] ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ! სტუმრად საქართველოს ნაკრებთან

მომზადებულია moldfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი შებერტყილია. მახსოვს ზესტასთან თამაშის მერე რა ამბავი ატეხა. ეგენი თავის ტრ-ზე ზევით ვერ ახტებიანო. მე მგონი მაგრა არ ვევასებით.
haha
17:29 09-11-2016
0
მაიმუნი როა ასიანია ,არაკაცურად სთქვა ზესტაფონზე ,მაგრამ მართალი გამოდგა შემდეგი წრიდა ზესტაფონი გავარდა,გაცკანიც ურევს რაღაცას,ხისტად უნდა ვეთამაშოთო ქართველებს,ეშინიათო,მართლა გაგვიქრენ სულაქველიძეები და მაჩაიძეები ან ხურცილავები?ქართველი რაგბისტებისაგან მაინც ისწავლონ ხისტად თამაში,თორემ ხომ ხედავთ,სიაფანდურად კოტრიალით მინდორზე და არავაჟკაცურად თამაშით.... გაცკანები და სხვანიც რეებს ბედავენ -მშიშრები არაიანო ქართველებიო მინდორზეო!
Euroрe
18:50 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული