მოლდოვის ნაკრებს მეკარე გამოაკლდა

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრები ფეხბურთელებს კარგავს.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს "დინამო არენაზე" მოლდოვა მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრებს ესტუმრება.

ჩვენი მეტოქე გუნდის ერთ-ერთი მეკარე ნიკოლაი კალანჩა მოახლებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი კი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა რუმინეთის ჩემპიონატში "კრაიოვასა" და "ტირგუ-მურეშის" შეხვედრაში მიიღო.

კალანჩა "კრაიოვის" ძირითადის მეკარეა, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.

კალანჩა მოლდოვის ნაკრების კარს 9 ოქტომბერს კიშინიოვში ირლანდიის წინააღმდეგ მატჩში იცავდა, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 1:3 დათმეს.

საერთო ჯამში, მეკარეს მოლდოვის ნაკრებში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული,
სადაც 21 გოლი გაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოლდოველებს "მილსამის" ფეხბურთელები - ალექსანდრ დედოვი და ანდრეი კოჟოკარი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან, ხოლო "კუბანის" მცველი იგორ არმაში ირლანდიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.

მომზადებულია point.md-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მაინც სამი გოლი უნდა გავიტანო და გინდ კალანჩა ყავდეთ გინდ ჯიჯი , ეგრე არ არის ძმებოო !!!!!!
PiPITO
13:49 10-11-2016
0
ოქრიაშვილის გოლზე 2 თუმანს ჩავდივარ !!
toni
15:10 10-11-2016
0

სიახლეები პოპულარული