მუნდიალი 2016. შესარჩევი. D ჯგუფი. IV ტურის წინ: დანდობა არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შესარჩევ ჯგუფში სხვა მატჩებიც გაიმართება. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ კარდიფსა და ვენაში მართლაც არ იქნება დანდობა. ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ხომ ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

უელსის ნაკრები საშინაო ასპარეზზე სერბეთს მიიღებს. მასპინძელს ბოლო წამს გამოაკლდნენ ტრავმირებულები - ბენ დევისი და ჯეიმს კოლინზი, რომლებიც ადამ მეთიუზმა და ჯო უელშმა ჩაანაცვლეს. სხვა მხრივ, შემადგენლობა საბრძოლოა. ჯანზეა მთავარი ვარსკვლავი - გარეთ ბეილი, პლუს ამას, ნაკრებს უბრუნდება "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი.

სერბეთს საუკეთესო ფეხბურთელები მწყობრში ჰყავს. სლავოლიუბ მუსლინის გაწვრთნილ გუნდს დააკლდებიან "ქონიასფორის"
მცველი იაგოშ ვუკოვიჩი და "ბენფიკას" ნახევარმცველი ლუბომირ ფეიზა. ორივე შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა.

ავსტრია ვენაში მიიღებს ირლანდიას. მარსელ კოლერს ამ თამაშისთვის თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს. გამონაკლისს წარმოადგენენ "ვერდერის" ერთ-ერთი ლიდერი ზლატკო იუნუზოვიჩი და "უოტფორდის" მცველი სებასტიან პრიოდლი.

ირლანდია კი ავსტრიასთან წარმატებით თამაშს ნაკრებიდან წასულების, შეი გივენისა და რობი კინის გარეშე შეეცდება. არ იქნებიან ევერტონელი ჯეიმს მაკარტი და საუთჰემპტონელი შეინ ლონგი.

მუნდიალი 2016. შესარჩევი. D ჯგუფი. IV ტური
ავსტრია-ირლანდია 21:00
საქართველო-მოლდოვა 21:00
უელსი-სერბეთი 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალის მოგონება არ არის საჭირო,რაც ირლანდიასთან და უელსთან ითამაშეს იმის გაუმჯობესება არის საჭირო,ასეთ შემთხვევაში გამარჯვება აუცილებლად მოვა მოლდოვასთან შეხვედრაში.
bebeto
17:32 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული