"მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იოლი მატჩები არ არსებობს. რთულ მატჩს ველით, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც უელსთან და ირლანდიასთან, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. მთავარი გოლების გატანაა, ეს კი ჩვენი უმთავრესი პრობლემაა.
გასულ სამივე შეხვედრაში შემტევი ფეხბურთის თამაშს ვეცადეთ. ამას ვაპირებთ ხვალაც. ხვალ დავინახავთ, თუ რა შეგვიძლია. მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი გვრჩება. თუ ვერ მოვიგეთ, ჯგუფში შემდეგი მატჩები ამხანაგურ სახეს მიიღებს
ჭკუით უნდა ვითამაშოთ. ბურთის, თამაშის ტემპის კონტროლს და შანსების მაქსიმალურად გამოყენებას უნდა ვეცადოთ. შეტევის ხაზში ცვლილებები იქნება - არ გამოვრიცხავ გიორგი ქვილითაიას ან დავით სხირტლაძის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას.
გუნდს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კაპიტანი, ჯაბა კანკავა დაუბრუნდა და ეს მახარებს. მან ჩემპიონატში უკვე 3 თამაში ჩაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან განიცდიდა ჩვენთან არყოფნას. ჯერ არ ვიცი, ის პირველივე წუთებიდან გავა მოედანზე თუ არა. 1-2 პოზიციაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ.
ვაკვირდები თემურ ფარცვანიას. უბრალოდ, ყველა ფეხბურთელს რომ ვიძახებდე ნაკრებში, ვინც სიმბოლურ გუნდში ხვდება, აქ 100 ფეხბურთელი იქნებოდა. მას ნამდვილად ვაკვირდები, 25 წლისაა, მაგრამ იმ პოზიციის ფეხბურთელია, სადაც უჩა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე გვყავს. ვნახოთ, იქნებ შემდეგ სეზონში მივცე შანსი.
მსურდა, გიორგი ჯიქიას ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მას ამ ეტაპზე რუსეთის ნაკრებში თამაში სურს. გადაწყვეტილებას ის იღებს და მე მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი.
ჩვენი ნაკრები ძალიან ახალგაზრდაა და მას დიდი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
ნაკრებთან. ვუსურვებ, ხვალინდელ თამაშშიც-
წარმატებას!