საქართველოს ნაკრები ვაკო ყაზაიშვილის გოლით მოლდოვას ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ მართავს.

თბილისში, "დინამო არენაზე" შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს მინიმალური ანგარიშით ამარცხებს.

ანგარიში მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც მასპინძელთა იერიშის შემდეგ მისკენ გადმოვარდნილი ბურთი ძლიერი დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველი ფეხბურთელებს ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდათ. ერთ ეპიზოდში სტუმართა მეკარე ილიე ჩებანუმ გიორგი ქვილითაიას დარტყმის შემდეგ თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:
ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია.

თამაშის დაწყებამდე "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილის გაცილების ცერემონია გაიმართა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო,მაგრად ამარცხებს...ფუუუუუ...უთავმოყვარეო ხალხის ლასლასი 90 წუთი..
თფუუუუუ
22:56 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული