ვლადიმირ ვაისი: შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"მხოლოდ 2-3 ფეხბურთელმა შეასრულა ჩემი დავალებები, დანარჩენებმა ეს ვერ გააკეთეს. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ქვილითაიას, რომ შეესრულებინა თავისი დავალება არ იქნებოდა ურიგო.

მინდოდა ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება, სადაც კონტრშეტევები გვეპარებოდა.

დაუშვილმა ყვითელი მიიღო და მეშინოდა არ გაეძევებინათ. მინდოდა მაგის მაგივრად კანკავა შემომეყვანა. შეცვლებზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ძალიან ცუდად ვთამაშობთ მეორე სართულზე
დაცვაში.

მოლოდინი ყველას დიდი გვქონდა, შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ. შეცდომები გვქონდა ბურთის ამოტანაზე, მეორე სართულზე ბრძოლის დროს და ბურთის ართმევაზე.

ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, შესაძლოა ასეთი საღამო აღარ განმეორდეს. არ გვყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, როგორც ეს ოქრიაშვილმა უელსთან გააკეთა, თუმცა ამ მატჩი მან ეს ვერ მოახერხა.

დღეს ყველა არის დამნაშავე, რომ ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 91 /
თამაში რომ გაიყიდა ვერ ხვდებით? მეორე ტაიმი დაუთმეს რატო? 1
0
რა უნდა ითქვას ვერაფერი მოლდოვამ მიწაზე დაგვანარცხა.. რაც შეეხება ხალხს ვინც სტადიონზე იყო ბოლოს ვინც უსტვენდა ჩვენ ბიჭებს უბრალოდ ის არის (ცენზურას დავიცავ) მუდამ თქვენთან ვარ ბიჭებო რაც არ უნდა მოხდეს... და ხოო ეგეთო ხალხო თუ ეგრე მოქცევას აპირებთ ნუღა მოხვალთ ხოლმე თამაშზე არ არის პრობლემა
effe
13:30 13-11-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული