- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]
"მხოლოდ 2-3 ფეხბურთელმა შეასრულა ჩემი დავალებები, დანარჩენებმა ეს ვერ გააკეთეს. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ქვილითაიას, რომ შეესრულებინა თავისი დავალება არ იქნებოდა ურიგო.
მინდოდა ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება, სადაც კონტრშეტევები გვეპარებოდა.
დაუშვილმა ყვითელი მიიღო და მეშინოდა არ გაეძევებინათ. მინდოდა მაგის მაგივრად კანკავა შემომეყვანა. შეცვლებზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ძალიან ცუდად ვთამაშობთ მეორე სართულზე
მოლოდინი ყველას დიდი გვქონდა, შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ. შეცდომები გვქონდა ბურთის ამოტანაზე, მეორე სართულზე ბრძოლის დროს და ბურთის ართმევაზე.
ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, შესაძლოა ასეთი საღამო აღარ განმეორდეს. არ გვყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, როგორც ეს ოქრიაშვილმა უელსთან გააკეთა, თუმცა ამ მატჩი მან ეს ვერ მოახერხა.
დღეს ყველა არის დამნაშავე, რომ ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ვაისმა.
ასეთ გუნდებთან მხოლოდ საომრად უნდა გამოვიდეთ და არა მოსაგებად.