დავით მუჯირი: ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე სფფ 2017 წელს იმსჯელებს

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების გამოსვლა და თბილისში გამართული ოთხთა ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა შეაფასა:

"საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე საგანგებოდ შევარჩიეთ ძლიერი მეტოქეები, რადგან ფინალურ ეტაპზე ასეთი გუნდები დაგვიპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, თუმცა ტურნირს ევროფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპი იმიტომაც ჰქვია, რომ ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის მოემზადოს, სამწვრთნელო შტაბმა სწორი დასკვნები გამოიტანოს და გუნდმა მაქსიმალურად კარგ კონდიციებს მიაღწიოს".

მისი თქმით, მალე სფფ-ში ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლები შეჯამდება:

"19
და 17-წლამდელთა ნაკრებების გამოსვლაზე ფეხბურთის ფედერაცია იმსჯელებს. სფფ-ის პრეზიდენტს ჩვენს ხედვას გავაცნობთ და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ.

ახლა ყველა ვხედავთ, რომ სტატისტიკურად ვერცერთი ასაკობრივი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ჩანაფიქრი შედეგს მომავალ წელს მოგვიტანს".

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზეც ილაპარაკა:

"ეს ოთხთა ტურნირი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო როგორც საორგანიზაციო, ისე სპორტული კუთხით. უეფას წარმომადგენლები გვესტუმრნენ და შეამოწმეს ის ინფრასტრუქტურა, სადაც მატჩები უნდა ჩატარდეს. უეფას წარმომადგენლებმა დიღომში მშენებარე სტადიონი მოინახულეს და სამშენებლო პროცესი დაათვალიერეს.

გაზაფხულზე თბილისში ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის ზუსტი თარიღი დეკემბრის ბოლოს გაცხადდება. იმ დროისთვის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, უეფას წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გვესტუმრებიან და ყველა ობიექტს მოინახულებენ".

მუჯირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობის შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ხელში "ჯვაროსნების" პერსპექტივას ხედავს:

"აჯობებს, ეს კითხვა ალექსანდრე იაშვილს დაუსვათ, რომელიც სანაკრებო სფეროს კურირებს. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს და ვხედავთ, რომ ვლადიმირ ვაისის ხელში ნაკრებს კარგი მომავალი აქვს.

თუმცა პირადად ჩემი აზრია, რომ გუნდს პროგრესი ეტყობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება მეორე და მესამე წელი.

ვაისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ფედერაცია 2017 წელს იმსჯელებს. წარმატებას ვუსურვებ მას და ნაკრებს, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის წარმატება იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ცხადაძის უკან დაბრუნაბა არარეალური მგონია ამ ფედერაციის გამო. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ქართველი მწვრთნელი და დღეს ასეთი კაცი ვინც ყველაზე კარგად იცის ჩვენ რა გვჭირდება ეს არის შოთა არველაძე. ჩემი აზრით ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელი ახლა ეს გვყავს. ესაა ბოლო იმედი სხვა გზა არ ჩანს. სხვა დანარჩენი ერთიდა იგივე ადგილზე ტკეპნა იქნება. ამ ფეხბურთელებით უნგრეთის,ალბანეთის ისლანდიის და ნორვეგიის დონის გუნდის გაკეთება შეიძლება მეტი ფანტასტიკის სფერო იქნება.
kika
11:44 15-11-2016
0
მგონი გეგუჩაძე ყველაზე კარგი ვარიანტია!
ლევან
11:49 15-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული