...სულ მალე შედგება ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იქნება - წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სეილდა ბაიშაკოვი.
როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა, ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის გაცილებით ძლიერი სპეციალისტის მოძიება იქნება. კანდიდატი ხუთია, პრიორიტეტი კი, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ენიჭება, ვისაც იქ კარგად იცნობენ "ქაირათში" მუშაობის დროიდან.
საოცარი დამთხვევაა, რომ
"ვლადიმირ ვაისს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა სათანადოდ არ აფასებდა. არადა, ის სანაკრებო მწვრთნელია და არა - საკლუბო. მან სწრაფად მონახა სამუშაო.
საქართველოს ნაკრებში ვაისს ბევრს არ უხდიან - მხოლოდ 20 000 დოლარს თვეში. ეს ოფიციალური მონაცემებია. მართალია, მან გასვლაზე დაამარცხა ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში არცთუ კარგი სტატისტიკა აქვს - 4 შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრაში მოლდოვას ვერ მოუგო.
საქართველოდან ვაისის წამოყვანის ალბათობა დიდია. სხვა საქმეა, მოგვიტანს თუ არა ის შედეგს", - წერენ ყაზახები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"