მიდის? ვლადიმირ ვაისს ყაზახები უკვე ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად განიხილავენ

AutoSharing Option
გუშინ დილით, სანამ ყაზახები ჩვენთვის საინტერესო ამ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, ძალიან სანდო, კონფიდენციალური და საქმეში ჩახედული წყაროსგან მეტად მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ...

...სულ მალე შედგება ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იქნება - წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სეილდა ბაიშაკოვი.

როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა, ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის გაცილებით ძლიერი სპეციალისტის მოძიება იქნება. კანდიდატი ხუთია, პრიორიტეტი კი, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ენიჭება, ვისაც იქ კარგად იცნობენ "ქაირათში" მუშაობის დროიდან.

საოცარი დამთხვევაა, რომ
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გუშინვე Sport.kz-ს წერილით დადასტურდა. საინფორმაციო პორტალი ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ხუთ კანდიდატს ასახელებს: სტანიმირ სტოილოვი (ბულგარეთი, მუშაობს "ასტანაში"), ვლადიმირ მუხანოვი (რუსეთი, "ოკჟეტპესი"), იური კრასნოჟანი (რუსეთი), დიმიტარ დიმიტროვი (ბულგარეთი, "ირტიში") და ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი, საქართველოს ნაკრები).

"ვლადიმირ ვაისს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა სათანადოდ არ აფასებდა. არადა, ის სანაკრებო მწვრთნელია და არა - საკლუბო. მან სწრაფად მონახა სამუშაო.

საქართველოს ნაკრებში ვაისს ბევრს არ უხდიან - მხოლოდ 20 000 დოლარს თვეში. ეს ოფიციალური მონაცემებია. მართალია, მან გასვლაზე დაამარცხა ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში არცთუ კარგი სტატისტიკა აქვს - 4 შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრაში მოლდოვას ვერ მოუგო.

საქართველოდან ვაისის წამოყვანის ალბათობა დიდია. სხვა საქმეა, მოგვიტანს თუ არა ის შედეგს", - წერენ ყაზახები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
"წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სეილდა ბაიშაკოვი"...მაგრად გამეცინა:)
0
მეგობრებო, ყველას ქარტული ფეხბურთის სიკეთე გვინდა..
აქ ძირითადად ცხადაძე vs ვაისია თემა..
მოკლედ:
1. ცხადაზეს გაშევბით იგივე თანხა გადაიხადეს რაც მას უნდა მიეღო.
2. ცხადაძის ნათქვამი ასრულდა, რადგან იგი გაშვებული იყო გეგუჩაძის მოსაყვანად ნაკრებში, მაგრამ გახმაურების შემდეგ იპოვეს ქაირათიდან გამოსვებული ვაისი.
3. ფედერაციას მართავს დინამოელების (ფიფია, კობის მოადგილე ჭუმბურიძე) კარნახით და ხეჩიკაშვილის დახმარებით(თავიანთი ინტერესისთვის)...ამას ადასტურებს ის, რომ არა ლიდერ გუნდიდან, რომელიც ვერ გამოიყურება საქარტელსო ჩემპიონატში საუკეთესოდ,ბევრი ფეხბურთელია ყოველთვის გამოძახებული, აი, ლიდერებიდან კი ერტიც არა...
4. ახლა, ზიგზაგებით, მაგრამ, მაინც მოიყვანენ გეგუჩაძეს
5. ის ქაირატი, სადაც ვაისი იყო მწვრთნელი ჩაიბარა ცხადაძემ... ჩაიბარა მინნუს , მგონი, 17 ქულით... ბოდიში თუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადრაც დიდი იყო სხვაობ ალიდერ ატანასთან..ცხადაძემ ორივე პრინციპული მატცი მოუგო ასტანას და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა...არველაძის გუნდთანაც, მხოლოდ დამატებით წუთზე, დამცველის უცნაური შეცდომით წააგო, თორემ ქაირატი ჯგუფში იქნებოდა ევროპაზე.
5. ვფიქრობ, კალაძე მიხვდა თავის შეცდომას და კობის მოხსნა-წასვლას ალტერნატივა უპოვა მისი პარლამენტარობით..ალაბთ , ნელ-ნელა წავა ფეხბურთიდან..
მთავარი: ვფიქრობ, სანამ ვაისია და კაშია(რომელმაც მატცისშემდგომ ინტერვიუში ერთი დედა არ გვაგინა) გუნდში, სტადიონზე ავარინ უნდა მივიდეს !
ვაისი, უნდა წავიდეს, რადგან უკვე დაიწყო საუბარი, რომ მომავლის გუნდს აშენებს... ე.ი მეტის არც იმედია აქვს და ვეღარც მიაღწევს!
ყური მიგდე
17:38 16-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული