გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 2060-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მკითხველებს საშუალება ჰქონდათ, ვაისის მუშაობა 5-ბალიანი სისტემით შეეფასებინათ.
გამოკითხულთა 39.2 (808) პროცენტმა ვაისის მუშაობის პირველი წელი 3 ბალით შეაფასა. 4 ბალზე არჩევანი 22.5 (464) პროცენტმა გააკეთა. 15.7 (323) პროცენტმა ვაისს 2 ბალი დაუწერა, ერთი ბალით კი სლოვაკი სპეციალისტის მუშაობა 12.3 (254) პროცენტმა შეაფასა, ხოლო 5 ბალი 10.2 (211) პროცენტმა დაწერა.