გამოხმაურება: ქარიშხალი ჭიქაში, ანუ აურზაური ნაკრების კაპიტნის გამო...

AutoSharing Option
ცხოვრებამ ასე მოიტანა: გვინდა თუ არა, დღეს "ფეისბუქი" მძლავრი საშუალებაა ყველა იდეისა თუ წამოწყების, აზრისა თუ ჩანაფიქრის რეკლამისა და "გაპიარებისთვის". ასეა დღეს და ასე იქნება მანამ, სანამ ვიღაც უკეთეს საშუალებას არ მოიგონებს იდეებით მდიდარ ჩვენს დროში.

დღეს უნდა შევეხოთ თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია. სხვანაირად რომ ვთქვათ, დრო აღარ ითმენს და იმათ, ვინც ის კამპანია წამოიწყო, რომელზეც ახლა უნდა დავწეროთ, სერიოზული დაფიქრება მართებთ.

...ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდს უსიამოვნო მოლოდინით ვხსნიდი და ვხსნი. ჟურნალისტი ყოველთვის მზად უნდა იყოს კრიტიკის
მოსასმენად და მისაღებად. ასე ვარ მეც. ნეტავ, ვინმეს გავეკრიტიკებინე.

რამდენიმე ჯგუფი მთავაზობდა და მთავაზობს, მონაწილეობა მივიღო გამოკითხვაში, რომლის მიზანიცაა, გაარკვიოს, ვინ იქნება უკეთესი კაპიტანი საქართველოს ნაკრებისთვის - ჯაბა კანკავა თუ გურამ კაშია?

რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციულ გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ჩვენი საზოგადოების მოზრდილმა ნაწილმა კი დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. სანამ მთავარზე გადავიდოდე, უნდა ვთქვათ: ვინც ეს კამპანია წამოიწყო, მისი მიზანია საქართველოს ნაკრებში განხეთქილების შეტანა და მას ეს არამც და არამც არ უნდა გამოუვიდეს.

ჩვენ ვერა და ვერ გავიგეთ, რომ როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ეხება ქვეყანასაც. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ეს ბევრმა ფეხბურთელმა არ იცის ბოლომდე და ჩვენ კი ჩვენსას ვამატებთ.

ახლა ზამთარია. სანაკრებო ასპარეზზე სიჩუმეა. საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან მატჩი ვერ გამოუვიდა ისეთი, როგორსაც ველოდით. როგორც ჩანს, მავანმა სიტუაცია მომწიფებულად ჩათვალა იმისთვის, რომ თავისი მზაკვრული აზრებისთვის გასაქანი მიეცა.

ამ დროს კი დუმილი უბრალოდ დანაშაულია და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვაპირებთ, რაკი მედია მხოლოდ მომხდარი ფაქტების აღნუსხვით ვერ შემოიფარგლება - მან კარგ თუ ცუდ ტენდენციებზე, მოსალოდნელ სიკეთეებსა და საფრთხეებზეც უნდა წეროს...

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს ღირსეული კაპიტანი და ეყოლება მანამ, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნაკრების ფეხბურთელები ან თავად ჯაბა კანკავა არ ჩათვლიან საჭიროდ, რომ სხვანაირად უნდა იყოს.

მოგეხსენებათ, კანკავამ საქართველოს ნაკრების რამდენიმე მატჩი გამოტოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის ავის მოსურნეების წისქვილზე წყალი ამანაც დაასხა. ვინც ჯაბას იცნობს, იცის: მას თავის დაზოგვა არ სჩვევია. კლუბში იქნება თუ ნაკრებში, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მინდორზე მაქსიმუმს დებს.

შეუძლოდ ყოფნის უფლება კი ყველა ადამიანს აქვს და, მათ შორის, ჯაბა კანკავასაც. სხვისი არ ვიცი და, მის საუკეთესო ადამიანურ თვისებებში დარწმუნებული, ერთხელაც მივესალმე მის პოზიციას - ბოლომდე კარგად ვერ ვგრძნობ თავს და სანამ 100 პროცენტით არ ვიქნები მზად, მანამდე ეროვნულ გუნდში სათამაშოდ არ ჩამოვალ, ქვეყნის მთავარ გუნდს ამას არ ვაკადრებო...

- "ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ფორმაში მყოფი მოედანზე ვერ გავალ"

ეს რომ გულწრფელი სიტყვები იყო, მალევე დადასტურდა - კანკავა მინდორზე მოლდოვის ნაკრებთან მატჩში გამოჩნდა. მისი პოზიცია და გულწრფელობა კი ორმაგად დასაფასებელი გახდა. განა, ბევრი ქართველი ფეხბურთელი დაიკავებს ასეთ პოზიციას? ნაკრებში თამაშების რაოდენობა ხომ (პირდაპირ თუ ირიბად) უკეთეს კლუბში კარიერის გაგრძელების წინაპირობაა...

კიდევ ერთი: დარწმუნებული ვარ, პირველი ამ კამპანიას გურამ კაშია ემიჯნება, ვინც კანკავას არყოფნაში ღირსეულად უკაპიტნა საქართველოს ნაკრებს. კაშია ისეთი პიროვნებაა, იმხელა შეგნების პროფესიონალია, ვერც კი წარმომიდგენია, სხვანაირად ფიქრობდეს.

საერთოდ, როცა საქმე ეროვნული ან ნებისმიერი გუნდის კაპიტნის არჩევას ეხება, გასათვალისწინებელია მხოლოდ მწვრთნელის და ფეხბურთელების აზრი. ცხადია, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრიც, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

საქართველოს ნაკრების არცერთი ფეხბურთელისგან არასოდეს, თუნდაც არაფორმალურ საუბარში, არ გამიგია, რომ კანკავა არ არის ღირსეული კაპიტანი. მერწმუნეთ, ვინმე ასე რომ ფიქრობდეს, ინფორმაცია აუცილებლად გამოჟონავდა...

ქართულ ფეხბურთს ისედაც არ აკლია პრობლემები და ვფიქრობთ, არ არის საჭირო ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევა მაშინ, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ცდება ის, ვინც ამ კამპანიას მხოლოდ კანკავას წინააღმდეგ აგორებულ "პიარად" მიიჩნევს.

ეს არის საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებული ტალღა და ძალიან კარგი იქნება, თუ ის არამკითხე მოამბეები, ვინც ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვია, არ ჩაყოფენ ცხვირს იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ავტორს მთლიანად ვეთანხმები.
სოსო
21 დეკემბერი 2016 19:45
0
არაპერი ისეტი რ მოხდება კაპიტნი ტუ სხვა იქნება ეს პეხბურტია სულ ვერ იქნები ჯაბამ ყველაპერი გააკეტა რაც სეზლო მადლობ მას სწიროა ახალი სისხლი
ledi
07 დეკემბერი 2016 11:39
0
კაშიამ მოლდოვასთან თამაშის დროს გასცა ამ კითხვას პასუხი მეორე ტაიმში როცა კანკავა შემოვიდა
კახა ქირია
07 დეკემბერი 2016 11:21
0
Me saertod ar vicodi am gamokitxvis shesaxeb. gamodis , shen exla apiareb am yvelapers? Me mxolod shengan mesmis, JURNALISTO. Rac sheexeba magbor pirovnebas, orive dzalian magari kacebi arian Tviton uketesad dacyveten vin sad da rogor.
Давид
07 დეკემბერი 2016 10:34
0
უკაპიტნა.. უკაპიტნა.. ეს არის ქართული ენის შეურაცხყოფა. არ არსებობს ბატონებო ქართულში ასეთი სიტყვა. ეგ იგივეა, რაც ვთქვათ უდირექტორა, უპრეზიდენტა და აშე შემდეგ. სირცხვილია უბეალოდ.
Irakliy
07 დეკემბერი 2016 08:24
0
temebia kartul realobashi shoki, ra tkma unda kartuli mentalobidan momdinareobs, shuri, gvarzli da kvelas pirveloba unda, ertmanetis mxarshi dgoma noli. egrea kvelgan da kvelafershi mtel sakartveloshi da sakarvelos sazgvrebidan gasul kartvelebshi, ikneb gamovstordet rodesme....
kai bichi
07 დეკემბერი 2016 05:40
0
კაშოს კაპიტნის გამოცდილება აქვს და თან ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლოა, კანკავა უკვე დიდი ხანია დაშორდა თავის საუკეთესო ფორმას და მის პოზიციაზე უკეთესი ბიჭებიც გამოჩდნენ. დვალიშვილს კი ზივზივაძე მილიონჯერ ჯობს და იმედია ვლადიმერს ნაკრებში აღარასოდეს ვიხილავთ!!!!! არც დინამში!
დავითი
06 დეკემბერი 2016 22:14
0
კანკავა არის ჰამოყალიბებული ადამიანი ეროვნული სულისკვეტებიტ აგსავსე,აბა დვალისჰვილივიტ ტავს არ სჰეირცხვენს როცა არ სჰეუზლია,
ბაჯო
06 დეკემბერი 2016 20:08
0
მალხაზს: 100 პროცენტიანია.
Dyablo
06 დეკემბერი 2016 18:52
0
ნაკრების კაპიტანს ირჩევს გუნდი, ამიტომ საზოგადოების აზრი აქ საინტერესო არ არის.
თეიმურაზ
06 დეკემბერი 2016 18:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული