საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა წლის ყველაზე სახალისო და საინტერესო ფრაზები

AutoSharing Option
Sportall.ge გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა წლის ყველაზე სახალისო და საინტერესო გამონათქვამებს.

* * *
გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ გადაღებული კადრები გამოდგა, სადაც ჩვენი ფეხბურთელების ავტობუსით მგზავრობისას გამართული დაილოგებია აღბეჭდილი.

- "ავტობუსი"- აი, როგორია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო" [VIDEO]

იქ გურამ კაშიამ გაოცებულმა იკითხა: "გადავირიე... ფეხბურთზე ვფიქრობ, რატომ ფიქრობო... ჭამაზე ვფიქრობ, რატომ ფიქრობო და რაზე ვიფიქრო აბა?!"

გიორგი ჭანტურია კი "ვიტესში" ყოფილ თანაგუნდელს გაეხუმრა: "კაშო, "ვიტესის" ვეტერანები თამაშობენ და არ დაგიძახეს?".

ვაკო ყაზაიშვილი ანდრეს ინიესტას თამაშით იყო
გაოცებული: "ანდრეს ინიესტა არის თევზი".

ვაკოს ამ ნათქვამს მაშინ გიორგი ჭანტურია და თორნიკე ოქრიაშვილიც გამოეხმაურნენ.

გიორგი ჭანტურია: "არა, არა, ინი ვაბშე სხვაგან არის..."
თორნიკე ოქრიაშვილი: "მეც იქავარ, 1-2 საფეხური მაკლია..."

გუნდის ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ესპანეთთან გიორგი ნავალოვსკის თამაშით იყო აღფრთოვანებული, რომელმაც, მისი თქმით, ლუკას ვასკესი ისე "ჩაკეტა", შოკში ჩააგდო:

"შოკში იცი ვინ იყო? ზიდანის ბიჭი, 9 ნომერი, ლუკას ვასკესი. ძაან შოკში იყო... "პროსტა" ნავალამ ჩაკეტა, ეტყობა. მაგის დღე არ იყო დღეს და ნავალას დღე იყო".

საუბარი ჯორდი ალბაზეც ჩამოვარდა, რასაც გიორგი ჭანტურია შემდეგნაირად გამოეხმაურა: "ჩემთან ერთად იყო 3 წელი, მაგრად მოუმატებია".

* * *
გულშემატკივარს ასევე მოლდოვასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლადო დვალიშვილის კომენტარი დაამახსოვრდებოდა: "მოსაგებად მეორე გოლი დაგვაკლდა".

* * *
მანამდე, ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ჯანო ანანიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება სთხოვა, მან კი უპასუხა: "ფეისბუქზე მომწერე, ახლა მეჩქარება".

* * *
რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა ჯაბა ლიპარტიამ კი ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებამდე თხოვნით მიმართა: "ბევრი კითხვა არ დამისვათ, ქართული ენა დამავიწყდა".

* * *
გურამ კაშია "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დაწყებამდე "ფეისბუქზე" გულშემატკივარს ესაუბრებოდა: "მოურინიომ თუ მოიგო, "ენფილდიდან" ცოცხალი ვერ გამოვა", "კლოპისთვის გავალ და მოვკვდები", "მანე ფანტაზიში მყავს, იმედია შეაგდებს"...

* * *
მოლდოვასთან მატჩის წინ, ფეხბურთელებმა ერთმანეთზეც ისაუბრეს.

გიორგი ჭანტურია: "ყველაზე ტექნიქური ფეხბურთელი, ჩემს შემდეგ, ალბათ თორნიკე ოქრიაშვილია".
ლევან მჭედლიძე გიორგი ჭანტურიაზე: "სულ ლაპარაკობს. "დაჟე" რომ სძინავს, მაშინაც ამბობს რაღაცას".

- ვინაა ყველაზე სწრაფი, ტექნიკური... ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთზე [VIDEO]

* * *
ყველაზე სკანდალური კი მაინც ესპანეთთან მატჩის შემდგომ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული გიორგი ნავალოვსკის სტატუსი იყო: "ვინც ჩვენ გვაგინებდა, იმის *******".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული