თორნიკე ოქრიაშვილი: ბედნიერი ვარ, თუმცა სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

"ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა სფფ-ს ამ აღიარებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა.

საუკეთესოდ კი დავსახელდი, თუმცა მთლიანობაში ამ სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. იყო კარგი მომენტებიც, იყო - ცუდიც. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესადაც ყოფილიყო.

ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივარს დამდეგ შობა ახალ-წელს მივულოცავ", - გვითხრა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რას ერჩით, კაცმა 1 წელიწადში 6 გოლი გაიტანა საერთო ჯამში. აი ვისგან უნდა ისწავლოს ქვილითაიამ და ზივზივაძემ ბურთების გატანა. ცოტა მაგრამ ისეთი რომ წლის საუკეთესო ფეხბრუთელად გაქცევს :) მალე 1 გოლისათვის გამოვაცხადებთ ადამიანებს გმირებად :)
Jango
17:18 29-12-2016
1
არ ვარ ოქრიკას ძმაკაცი, მარა უმადურობაა რასაც შენ წერ... გასაგებია რო მსოფლიო დონის ვარსკვლავები არ გვყავს, მარა თორნიკეს სადაც თამაში წაუვიდა წელს, არც ერთში არ დამარცხებულა ნაკრები. დისციპლინა რო გამოსასწორებელი აქვს ეს ყველაზე კარგად თვითონ იცის
Irakli apkhaidze
16:13 29-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული