თორნიკე ოქრიაშვილი: ბედნიერი ვარ, თუმცა სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

"ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა სფფ-ს ამ აღიარებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა.

საუკეთესოდ კი დავსახელდი, თუმცა მთლიანობაში ამ სეზონით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. იყო კარგი მომენტებიც, იყო - ცუდიც. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესადაც ყოფილიყო.

ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივარს დამდეგ შობა ახალ-წელს მივულოცავ", - გვითხრა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ბიჭო????!!!! რატომ არ იქნები ბედნიერი? ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ვითვლით თქვენს გატანილ გოლებს!!!!
goga
10:44 29-12-2016
0
გოგა შენ რას აკეთებ საქართველოსთვის?
sandro
11:28 29-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული