საქართველოს ნაკრები იანვარში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციების მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის იანვარში, დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ
მატჩს ჩაატარებს


gff.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭებო, კობი საუკეთესო პიროვნება, მენეჯერი და რაც მთავარია უზარმაზარი პატრიოტია, მერწმუნეთ.
gujo sabauri
09:27 10-01-2017
0
ქართული ფეხბურთი ისეთ დღეში ჩააგდეს წინა პრეზიდენტებმა დაწყებული ჟორდანიათი და დამთავრებული სიჭინავათი, რომ ამას მრავალი წელი აღარ ეშველება. განსაკუთრებით სიჭინავას ფედერაციამ ფაქტიურად ქართული ფეხბურთი დააკონტროლა.
ამიტომ განცხადებები კობის წინააღმდეგ ან უვიცების ან ჩასაფრებულებისგან კეთდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კობიმ არაფერი გააკეთოს ან დეპუტატობა სწორი ნაბიჯი იყო. უბრალოდ, წინეებმა საშინელება დამართეს ფეხბურთს.
haha
11:44 06-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული