ევრო 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია არ დაინდო

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მეორე შეხვედრაში შოტლანდია არ დაინდო - 11:0.

პირველი ტაიმი არჩილ სებისკვერაძის ბენეფისად იქცა, რომელმაც მეტოქეს მიყოლებით 4 გოლი გაუტანა. ტაიმის მიწურულს სებისკვერაძეს მე-5 გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა 10-მეტრიანი დარტყმული შოტლანდიელთა მეკარემ მოიგერია, რომელიც დღევანდელ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მანამდე 10-მეტრიანიანი გიორგი ტიკურიშვილმა გაიტანა, გიორგი ნიშნიაძის დარტყმულის შემდეგ კი შოტლანდიელთა მცველმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ტაიმიც ასე დასრულდა - 6:0.

მეორე ტაიმი კვლავ
ჩვენი ნაკრების შეტევებით დაიწყო და რონინიოს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ შოტლანდიელთა კარი გიორგი ნიშნიაძემ აიღო. მოგვიანებით, უძლიერესი დარტყმით დუბლი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა, შესანიშნავი დრიბლინგის ხარჯზე გაიტანა ბობოხიძემაც - 9:0. ქართველები ამაზე არ გაჩერებულან, შეტევები გააგრძელეს და მეტოქეს კიდევ 2 გოლი გაუტანეს - ბობოხიძემ დუბლი მიითვალა, გაიტანა შოთა თოფურიამაც. საბოლოოდ, 11:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მეორე გამარჯვება იზეიმა შვეიცარიის ნაკრებმა, რომელმაც ისრაელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 27 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს საქართველოს და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა ჯგუფიდან გასული გუნდის ვინაობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად შვეიცარიასთან ფრეც ყოფნის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ მაინც ვნახეთ ქართველების ტექნიკური და ტემპიანი თამაში.ყოჩაღ ბიჭებო.
სოსო
12:20 26-01-2017
0
გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქესთან შედარებით. ბურთის კონტროლი და პასები დამაჯერებელი.შვეიცარიასთან არ შეიძლება მოდუნება! აბა თქვენ იცით!
gigoia
11:15 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული