პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 იგებს. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი არჩილ სებისკვერაძეა.
პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათ რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნათ, თუმცა ყველა შემთხვევაში ქართველთა მეკარე ზვიად კუპატაძემ დამაჯერებლად ითამაშა.