ფუტსალი: საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 8 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართა.

პირველი ტაიმი სტუმართა შეტევებით წარიმართა და რამდენიმე მომენტში გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ქართველთა მეკარე ზვიად კუპატაძემ იყოჩაღა. მიუხედავად ამისა, ტაიმი მაინც ჩვენმა ნაკრებმა მოიგო - პირველ ტაიმში თავი არჩილ სებისკვერაძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ჩვენს ნაკრებს სხვაობის გასაზრდელად არაერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, პასუხად კი ჰოლანდიელთა სწრაფი კონტრშეტევა მიიღო და... 1:1. მატჩი ასეც დასრულდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიის
ნაკრებმა ბელორუსს 2:1 მოუგო.

მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე ხვალ, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი შედეგია ბრავო კუპატაძეს!!
გენო
20:42 08-04-2017
0
დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს ასეთი შეუპოვარი ბრძოლისთვის. მადლობა გულშემატკივრებს!
თენგიზ პაჭკორია
00:31 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული