ფუტსალი: საქართველოს ფრე ბელარუსთან და ჯგუფში მეორე ადგილი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 9 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ბელარუსის წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და გოლის გასატანად ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარეებმა იყოჩაღეს და ტაიმიც უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს - თავი რონინიომ გამოიჩინა, მაგრამ ამ გოლიდან რამდენიმე წამში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ, მიუხედავად გუნდების მცდელობებისა, გოლი აღარ გასულა.

ტურის მეორე შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა
ჰოლანდია 4:2 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 2 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველზე 6 ქულით იტალიაა, მესამე და მეოთხე ადგილებს კი თითო ქულით ბელარუსის და ჰოლანდიის ნაკრებები იყოფენ.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11 აპრილს, 18:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ევროპირველობაზე მოსახვედრად ასეთი წინაპირობაა: ფინალურ ტურნირზე, რომელსაც 2018 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე სლოვენია უმასპინძლებს, მასპინძელთა ნაკრები ავტომატურად ითამაშებს, მას კი შვიდი საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული შეუერთდება. დარჩება ოთხი ვაკანტური ადგილი, რომელსაც ოთხ საპლეიოფო წყვილში გამარჯვებულები მიიღებენ. პლეი-ოფში მოსახვედრად შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილია საჭირო. შვიდ მეორეადგილოსანს ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანიც შეუერთდება. საპლეიოფო მატჩები სექტემბერში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიამ რა ანგარიშით დაამარცხა ბელარუსი ? და ვინ გავა მეორეზე თუ ჰოლანდია, ბეარუსიც და საქართველოც ერთნაირ ქულებს დააგროვებენ ?
0
იტალიასტან წავაგებთ ხოლო ჰოლანდია ბელარუსს მოუგებს და იტალია 1 ადგილიდან გავა ხოლო ჰოლანდია პლეიოფში ითამაშებს.
dima
22:30 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული