მედიას ჯერ "ბარსელონა"-"ყაირატის" წყვილის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მარკ კარმონა, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი:
"ბევრს ლაპარაკობენ, რა საერთოა კლასიკური და ფუტსალის "ბარსელონების" ფილოსოფიებს შორის. დიდი "ბარსელონა" უმაღლესი დონის ოსტატების კლუბია და თუ ჩვენ შორის მსგავსებას დაინახავენ, ეს დიდი პატივი იქნება. თუმცა, ცხადია, განსხვავება არსებობს.
ჩვენი მეტოქე "ყაირატი" ოთხთა ფინალში ადრეც მონაწილეობდა, დიდი გამოცდილების მქონე კლუბია და ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. ასე რომ, დიდ წინააღმდეგობას ველით.
რაც შეეხება "იბერია სტარს", ვაღიარებ, რომ თქვენს კლუბზე
ანუარ ორაზბეკოვი, "ყაირატის" ვიცე-პრეზიდენტი:
"კატალონიური კლუბი ფუტსალის გრანდიც არის, რომელიც თამაშის დიდი კულტურითა და მაღალი კლასის მოთამაშეებით გამოირჩევა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, რათა უეფას თასის ფინალში გავიდეთ.
რაც შეეხება "იბერია სტარს", მასთან რამდენჯერმე ვითამაშეთ, კარგად ვიცნობთ და ახლა მისი ერთი ყოფილი წევრი ტომაზა ჩვენთან თამაშობს. შევეცდებით, რომ თბილისელ გულშემატკივარს თავი კარგად დავამახსოვროთ".
ნახევარი საათის შემდეგ მედიასთან უკვე "იბერია სტარისა" და მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელები გამოცხადდნენ.
ალიკ სარქისიანი, "იბერია სტარის" მთავარი მწვრთნელი:
"გუნდი სულ რამდენიმე დღის წინ ჩამაბარეს და ამ მოკლე პერიოდში რადიკალურ ცვლილებებს ვერც განვახორციელებდი, მაგრამ "იბერიაში" 5 წელიწადია ვმუშაობ, ყველას კარგად ვიცნობ და მეც და ბიჭებიც შევეცდებით, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.
რაც შეეხება შანსებს, მიმაჩნია, რომ 50/50-ზეა... "იბერიაში" მომხდარ ცვლილებებზე გულშემატკივარი უკვე ინფორმირებულია. ოთხი მოთამაშე წავიდა, მათ ნაცვლად კი სამი ბრაზილიელი: მარსელო, კუმანო და ფაბიო, აგრეთვე, სერბეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარკო პერიჩი დავიმატეთ.
ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და გაგვამხნევონ, 26 აპრილს კარგი თამაში იქნება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტის სასახლე ბოლომდე შეივსოს, რადგან "იბერია" სწორედ ხალხისთვის თამაშობს".
ფაუსტინო პერესი, მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"მეტოქეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ და ზუსტი წარმოდგენა არ გვაქვს, რადგან "იბერიაში" სერიოზული ცვლილებები მოხდა. ამიტომ წინდახედულება და სიფრთხილე გვმართებს.
თუმცა, გუნდის თამაშები ელიტრაუნდსა და მოსამზადებელ ეტაპზე ვნახე და კარგი შთაბეჭდილება დატოვა".
ერთი საინტერესო ამბავი: მოსკოვის "დინამოს" მეკარე გუსტავო დისკვალიფიცირებულია და საქართველოს ჩემპიონთან მოსკოველებს ვერ დაეხმარება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისში მიშელ პლატინი გახსნის
თბილისში "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი გვესტუმრება!
"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა
"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება
"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა
უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები