მან გაავრცელა განცხადება, რომელმაც კლუბის გულშემატკივარს "იბერიას" გადარჩენის ყველა იმედი გადაუწურა.
"ეს წერილი ჩემი გულისტკივილი უფროა, ვიდრე მიმართვა. "იბერიას" 11 წელი ვედექი სათავეში. ეს არც 11 თვეა და არც 11 დღე. მე მუდამ მქონდა უდიდესი სტიმული, რომ საკუთარი ადგილი დაგვემკვიდრებინა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის.
უდიდესი მოთმინების და შრომის ხარჯზე "იბერია" უძლიერესი კლუბი გახდა. მახარებს ისიც, რომ
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც გულზე "იბერიას" ლოგო უტარებია. ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახი ვიყავით და ეს შეგრძნება გვაძლევდა იმ ძალას, რომლითაც უმდიდრეს კლუბებს ვამარცხებდით. ჩვენ ერთ ოჯახად დავრჩებით, ოღონდ უკვე მხოლოდ მოედანს მიღმა.
მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს. მეამაყება, რომ ევროპული ფეხბურთის ისტორიას დარჩება მათ მიერ დამყარებული ჩემპიონთა ლიგაზე დასწრების რეკორდები.
ცხადია, "იბერიას" დაშლით ცხოვრება არ სრულდება. ეს გუნდი არც პირველი კლუბი იქნება და არც უკანასკნელი, რომლებმაც ისტორია შექმნეს და დღეს აღარ არსებობენ. უბრალოდ, ქვეყანაში, სადაც ადამიანები საკუთარ კლუბებს არ უფრთხილდებიან, მათ შვილებს საქომაგოდ ტელევიზორში ნანახი უცხო ქვეყნის კლუბები რჩებათ. მათთვის უცხო ხდება გამარჯვების სიხარული.
ამის მერე ეროვნული ნაკრების თამაშებზეც ვეღარ ივსება სტადიონი და თუ იშვიათად მაინც გაივსო, ისევ და ისევ ტელევიზორში ნანახი მოწინააღდეგის სანახავად მოსული ხალხით. მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ შესაძლოა, დიდი სპორტული ზეიმის მონაწილე მათივე ქვეყნის კლუბიც იყოს. "იბერიას" დაშლაზე მეტად, ამაზე მწყდება გული.
პატივისცემით და ბოდიშის მოხდით, ვატო წერეთელი".